ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
საჭმლის მომნელებელი ლულის ადვენტიციური გარსი – (tunica adventitialis ლათ. adventicus – გარეთა) გარეთა გარსი, წარმოქმნილი ფაშარი უფორმო ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც ჭარბად შეიცავს სისხლძარღვებსა და ნერვებს. მკვეთრი საზღვრის გარეშე სხვა გვერდით მდებარე ორგანოთა შემაერთებელ ქსოვილებში გადადის. ასრულებს დამცველობით, მექანიკურ ფუნქციებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა