საშვილოსნოს, მიომეტრიუმის კუნთოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საშვილოსნოს, მიომეტრიუმის კუნთოვანი გარსი – (tunica muscularis myometrii)  შედგება გლუვი კუნთოვანი  უჯრედების სამი შრისაგან: შიგნითა (ლორწქვეშა), ირიბგასწვრივი, შუა  –  ცირკულური სისხლძარღვებით მდიდარი და გარეთა  –  ირიბგასწვრივისაგან. კუნთოვან ბოჭკოებს შორის ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი დიდი რაოდენობით შეიცავს ელასტიკურ ბოჭკოებს და შემაერთებელქსოვი­ლოვან უჯრედებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა