საღეჭი კუნთები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საღეჭი კუნთები – 1. ღეჭვის პროცესთან დაკავშირებული 4 წყვილი კუნთი. საღეჭ კუნთებს განეკუთვნება ზედაპირულად მდებარე საღეჭი, საფეთქლისა და ღრმად მდებარე შიგნითა და გარეთა ფრთისებრი კუნთები. საღეჭი კუნთები ამოძრავებს ქვედა ყბას, რაც უზრუნველყოფს ზედა და ქვედა ყბების კბილებს შორის მოქცეული საკვების დაქუცმაცებას (დაღეჭვას) ან საკვების ძირითადი მასიდან ნაწილის მოცილებას (მოკბეჩას). საღეჭი კუნთები მეტ – ნაკლებად მონაწილეობს ყლაპვისა და მთქნარების აქტში და ბგერათა წარმოქმნაში. [“1”]  2. საღეჭი კუნთები – ღეჭვის პროცესთან დაკავშირებული 4 წყვილი კუნთი: საღეჭი, საფეთქლისა და ფრთისებრი კუნთი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა