საქმიანობა, ბირთვული და რადიაციული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საქმიანობა, ბირთვული და რადიაციული – (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ) ა. ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობა, ფლობა და ექსპლუატაცია; ბ. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების შეძენა, ექსპლუატაცია, გადაცემა, გადამუშავება, ტრანსპორტირება და მათთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები; გ. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიებისა და ნოუ – ჰაუების ექსპორტ – იმპორტი; დ. ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტება, სამეცნიერო – კვლევითი, საკონტროლო, მონიტორინგის, სააღრიცხვო, ინსპექტირების, ატესტირების, ექსპერტიზის სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, რადიაქტიურ ნივთიერებებთან, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან და რადიაქტიურ ნარჩენებთან;

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა