სარძევე ჯირკვალი

სარძევე ჯირკვალი – 1. (გლანდულა მამმარია)  რთული ალვეოლური ჯირკვლები მაკრო – აპოკრინული ტიპის სეკრეციით, რომელთა გამომტანი სადინრები იხსნებიან დვრილის მწვერვალზე. შესართავის წინ გამომტანი სადინარები განიერდება, ფართოვდება და გარდაიქმნება სარძევე სინუსოიდებად, სადაც გროვდება რძე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  2.  სარძევე ჯირკვლები – ადამიანის წყვილი ჯირკვალი; ქალებში ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ხოლო მშობიარობის შემდეგ იწყებს რძის გამომუშავებას. მამაკაცებში სარძევე ჯირკვლები ჩანასახოვან მდგომარეობაშია.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი