ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სარკოლემა – (sarcolemma ბერძნ. sarx, sarcos – ხორცი, სხეული, lemma – გარსი) კუნთოვანი ბოჭკოს პლაზმოლემა მის გარშემო მყოფ ბაზალურ მემბრანასთან ერთად. თხელი გარსი, რომელიც გარს ეკვრის ჩონჩხის განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოს. შედგება სამი კომპონენტისაგან: 1. მიოსიმპლასტის პლაზმოლემა; 2. ბაზალური მემბრანა და მათ შორის 3. კამბიური უჯრედები – მიოსატელიტოციტები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა