სანგვინიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სანგვინიკი – (ფსიქოლოგია)  (ლათ. san – quis – სისხლი) სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან ერთ – ერთი, დამახასიათებელი მაღალი ფსიქიკური აქტივობით, ენერგიულობით, შრომისუნარიანობით, ცოცხალი და სწრაფი მოძრაობით, მიმიკის მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით, მეტყველების სწრაფი ტემპით. სანგვინიკს ახასიათებს შთაბეჭდილებათა სწრაფი ცვლა, გარემომცველ მოვლენებზე სწრაფი და ადვილი რეაგირება, თანაზიარობა. ემოციები – უპირატესად დადებითია – სწრაფად წარმოიქმნება და სწრაფად იცვლება. შედარებით ადვილად და სწრაფად გადაიტანს წარუმატებლობებს. პავლოვი თვლიდა, რომ სანგვინიკში აგზნებითი და დამამუხრუჭებელი პროცესები საკმაოდ ძლიერი, გაწონასწორებული და მოძრავია. არახელსაყრელ პირობებში  და უარყოფითი ფაქტორების ზეგავლენისას, მოძრაობა შეიძლება გადაიქცეს უყურადღებობაში, ქცევათა გაუმართლებელ სისწრაფეში, ზედაპირულობაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა