სანაღვლე გზების დისკინეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სანაღვლე გზების დისკინეზია – ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინრების, სფინქტერების ტონუსისა და შეკუმშვის დარღვევა, მათი ნერვული და ჰუმორული რეგულაციის მოშლის გამო. აღინიშნება ნევროზული მდგომარეობების, სანაღვლე გზების დაავადებების, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის და სხვ. დაავადებებისას. ვლინდება გულისრევით, ღებინებით, მეტეორიზმით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში და სხვ. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით, ქოლეცისტოგრაფიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა