სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭო – არასამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კავშირებს, ეროვნულ სამეცნიერო დაწესებულებებსა და საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სამეცნიერო ასოციაციებს. მისი ისტორია იწყება აკადემიის საერთაშორო ასოციაციიდან (რომელიც დაარსებულია 1899 წ; წევრებს შორის – პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია), რომელიც 1918 – 19 –  –  –  გარდაიქმნა საერთაშორისო კვლევით საბჭოდ, ხოლო 1931 წელს  – სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოდ. აერთიანებს 20 საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციასა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სამეცნიერო დაწესებულებას. ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამების, სამეცნიერო კონგრესების და ა. შ., ჩატარებას. სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოს სისტემაში მოქმედებს სამეცნიერო და სპეციალური კომიტეტები: ანტრაქტიდული გამოკვლევების, წყლის კვლევის, გარემო პირობების პრობლემების და სხვ.,  სამეცნიერო კომიტეტები. აქვს გაეროს, იუნესკოს, ჯანმოს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, ასევე გაეროს სავაჭრო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კონსულტანტის სტატუსი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა