ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სალპინგექტომია – (ბერძ. Salpinx მილი + ekteme ამოკვეთა) საშვილოსნოს მილების ამოკვეთის ოპერაცია. გეგმური სალპინგექტომიის ჩვენებებია: საშვილოსნოს მილების ტომრისებრი ანთებითი წარმონაქმნები (ჰიდროსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, პიოსალპინქსი), რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. სასწრაფო სალპინგექტომიის ჩვენებებია მილების პერფორაცია ან გაგლეჯვა პიოსალპინქსის დროს, მისი გადაგრეხვა ჰიდროსალპინქსის დროს, საშვილოსნოსგარეთა (მილის) ორსულობა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა