საკროილეიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საკროილეიტი – 1. (ლათ. [os] sacrum გავა + [os] ilium თეძოს ძვალი +  – itis) გავა – თეძოს სახსრის ანთება; აღინიშნება უპირატესად მოწიფულობისა და ხანში შესულ ასაკში როგორც მენჯის  ძვლების ოსტეომიელიტის გართულება, ბეხტერევის დაავადების პერიფერიული ფორმის დროს, ბრუცელოზის, ძვალ – სახსროვანი ტუბერკულოზის დროს. მწვავე ჩირქოვანი (ბანალური) საკროლეიტის დროს მძიმე  მდგომარეობის ფონზე, წარმოიქმნება ტკივილის განმეორებითი შეტევები სახსრის მიდამოში, ვლინდება რბილი ქსოვილების ინფილტრაცია ან ჩირქგროვა. ტუბერკულოზური და ბრუცელოზური საკროლეიტის, ასევე ბეხტერევის დაავადების დროს განვითარებული საკროლეიტის დროს დამახასიათებელია  ხანგრძლივი ანამნეზი, არამკაფიო კლინიკური გამოვლინებები, მცირედი ტკივილები გავა – თეძოს სახსარში. 2.  გავა – თეძოს სახსრის ანთება. აღინიშნება ბეხტერევის დაავადების და სხვა სერონეგატიური სპონდილოართროპათიების, ძვალ – სახსროვანი ტუბერკულოზის, ბრუცელოზის,  მენჯის ძვლების ოსტეომიელიტის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა