საკვერცხის პრიმორდიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საკვერცხის პრიმორდიული ფოლიკული – (folliculus ovaricus primordialis)  სასქესო ზონრებიდან წარმოქმნილი წვრილი ფო­ლიკული. ლოკალიზდება საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერების ზედაპირულ ნაწილში. შედგება პირველადი ოოციტისაგან, რომელიც გარშემოვლებულია ფოლიკულურ უჯრედთა ერთი შრით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა