საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა – 1. ნაყოფისა და მომყოლის  ამოყვანის სამეანო ოპერაცია საშვილოსნოს ღრუდან მისი კედლის გაკვეთით. ტარდება ძირითადად პათოლოგიური მდგომარეობების დროს.

2.  საკეისრო კვეთა – ნორმალური გზით მშობიარობის შეუძლებლობისას გამოყენებული ოპერაციის ხერხი, რომლის დროსაც ნაყოფი მომყოლთან ერთად ამოჰყავთ მუცლის ღრუსა და საშვილოსნოს კედლების გაკვეთის შემდეგ.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი