სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი – ექსუდატის ან ტრანსუდატის დაგროვება პერიტონეუმის ფურცლებს შორის. წარმოიქმნება ტრავმის, სათესლის ანთების, სათესლის სიმსივნის, ზოგჯერ კი ვარიკოცელეს შედეგად. თუკი მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება, ლაპარაკობენ იდიოპათიკურ ჰიდროცელეზე. მწვავე ჰიდროცელე ზოგჯერ წარმოიქმნება სათესლის სიმსივნის დროს  –  წყალმანკის პუნქციის და სითხის ასპირაციის შემდეგ პალპაციით ადგენენ  დაავადების მიზეზს. სიმპტომები, მიმდინარეობა. მკვრიველასტიური უმტკივნეულო წარმონაქმნი, ზოგჯერ დიდი ზომების, გლუვი ზედაპირით. შესაძლებელია იყოს ერთმხრივი, ან ორმხრივი. სათესლის მკაფიოდ კონტურირება ვერ ხერხდება. წარმონაქმნის ზედა პოლუსი ჩვეულებრივ მკაფიოდ გამოიყოფა მუცლის  წინა კედლიდან (განსხვავებით თიაქრისაგან). შედარებით ზუსტად დიაგნოზის დადგენა ხდება დიაფანოსკოპიით. მკურნალობა მოზრდილებში ოპერაციულია. ახალშობილებში წყალმანკი ჩვეულებრივ თვითნებურად გაიწოვება. პატარა ბავშვებში საკმარისია ერთჯერადი პუნქცია და შემცველობის ასპირაცია. მოზრდილებში პუნქცია და ასპირაცია ეფექტს ვერ იძლევა, ვითარდება დაავადების რეციდივი. პროგნოზი კეთილსაიმედოა, სიმპტომატური   წყალმანკის დროს დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა