სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება – (ქირურგ.) ვითარდება ვენური სისტემის, საიდანაც ხდება სათესლე ბაგირაკიდან სისხლის უკუდინება, თანდაყოლილი თავისებურებების და სქესობრივი მომწიფების პერიოდში სისხლძარღვთა – მამოძრავებელი გაღიზიანებების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. სათესლე ბაგირაკის ვენების უმნიშვნელო გაგანიერების შემთხვევაში, ავადმყოფი რაიმე სახის დისკომფორტს არ განიცდის და არაფერს უჩივის. ვენების უფრო მნიშვნელოვანი გაგანიერების დროს, აღინიშნება ყრუ, მწველი ტკივილები, განსაკუთრებით სიარულისას. ზოგჯერ, ამ ავადმყოფებს აღენიშნებათ სქესობრივი სისუსტე. გასინჯვით: დაზიანებულ მხარეზე სათესლე პარკი ჩამოიკიდებულია, მის კანზე მოჩანს გაფართოებული, დაკლაკნილი ვენები. პალპაციით ვლინდება რბილი, სისხლით სავსე ვენები. თუ ავადმყოფს დავაწვენთ ზურგზე და მსუბუქად მაღლა ავწევთ სათესლე პარკს, ვენები თანდათანობით იჩუტებიან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა