საზოგადოებრივი აზრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საზოგადოებრივი აზრი – (ფსიქოლოგია) გარკვეული მსჯელობების, იდეებისა და წარმოდგენების ფორმით გამოხატული, სოციალური ჯგუფების დამოკიდებულება  სოციალური ცხოვრების მოვლენებისა და პრობლემებისადმი, რომლებიც ეხება საერთო ინტერესებს. საზოგადოებრივი აზრი წარმოიქმნება, როგორც შემეცნების პროდუქტი, მომწიფებული და გადასაჭრელი სოციალური პრობლემებისა და ვლინდება განსახილველი საკითხის შესახებ სხვადასხვა შეხედულებებისა და პოზიციების შეპირისპირებაში, ზოგჯერ  – შეჯახებაში, ან  მოწონებაში, მხარდაჭერაში, ან პირიქით, ადამიანთა ამა თუ იმ ქმედებების, ქცევების უარყოფაში, გაკიცხვაში. საზოგადოებრივი აზრის სუბიექტს წარმოადგენს დიდი სოციალური ჯგუფები –  კლასები, ერები, ხალხები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა