საგნობრივ – რეფლექტორული ურთიერთობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საგნობრივ – რეფლექტორული ურთიერთობა – (ფსიქოლოგია) სხვა ადანმიანებთან  სუბიექტის რეფლექსური კავშირების ინტერიორიზული (იხ. ინტერიორიზაცია) სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ,,სხვისი” პოზიციის აზრობრივი ასახვის უნარზე, ან სხვათა წარმოდგენით საგნის (ობიექტის, პრობლემის) საკუთარი ხედვის თავისებურებაზე. საგნობრივ – რეფლექტორული ურთიერთობა წარმოადგენს სუბიეტის შემეცნებითი აქტივობის აუცილებელ კომპონენტს, რადგანაც სხვა პირთა შეხედულებების რეკონსტრუქცია, განსახილველი საგნის შეფარდებით, შესაძლებელს ხდის დავინახოთ მასში ახალი ასპექტები, ასტიმულირებს აზროვნების კრიტიკულობას, საშუალებას იძლევა შინაგანი დიალოგის ფორმით ფიქრის განხორციელებისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა