ნეიროოსტეოფიბროზი

ნეიროოსტეოფიბროზი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება რეფლექტორული ნეიროდისტროფიული ცვლილებებით სახსრის გარშემო არსებულ რბილ ქსოვილებსა და კუნთების მიმაგრების ზონაში, რასაც თან ახლავს მყესების გამაგრება და დამოკლება. ჩვეულებრივ წარმოიქმნება ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე. ვლინდება ტკივილით, კუნთოვანი დაძაბულობით, მოძრაობის შეზღუდვებით.