ბლანტის დაავადება

ბლანტის დაავადება – (W. P. Blount, ამერიკელი ქირურგი და ორთოპედი) დიდი წვივის ძვლის მადეფორმირებელი ოსტეოქონდროზი, რომელიც გამოიხატება მისი პროქსიმალური ბოლოს გამრუდებით. გამოწვეულია ენდოქონდრული გაძვალების დარღვევით და ძვლის ქსოვილში ასეპტიკური ნეკროზის წარმოშობით.