ბაზოფილები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაზოფილები – (ბიოლ.), უჯრედები, რომელთაც ახასიათებს ბაზოფილია. ბაზოფილებს უწოდებენ მარცვლოვანი ლეიკოციტებისა (ჯანმრთელი ადამიანის ბაზოფილები ლაიკოციტთა საერთო რაოდენობის 0,5 – 1% – ს შეადგენს) და აგრეთვე ჰიპოფიზის წინა წილის უჯრედების ერთ – ერთ ფორმას. [“1”] ბაზოფილები – (basophili ბერძნ.basis – საფუძველი და philia – სიყვარული) ლეიკოციტები, რომლებიც ციტოპლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებას, რომელიც შერჩევითად იღებება ძი­რითადი საღებავებით. როგორც ნეიტროფილები და ეოზინოფი­ლები , ისე ბაზოფილური ლეიკოციტებიც მიეკუთვნება მარცვლო­ვანი ლეიკოციტების ანუ გრანულოციტების ჯგუფს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა