ცხიმები და დიეტა

ცხიმები და დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

ცხიმები და დიეტა 

ცხიმები, ისევე როგორც ცილები, კვების აუცილებელი კომპონენტია. ცხიმები შედის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილების შემადგენლობაში და გვევლინებიან ენერგიის ძირითად წყაროდ. ამასთან ისინი ხელს უწყობენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებას (А, Е, К). ცხიმების ზოგიერთი კომპონენტი ორგანიზმისათვის შეუცვლელი ელემენტია (ფოსფატიდები, სტერინები და სხვა). ცხიმების ნაკლებობისას შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, იმუნიტეტის შესუსტება, კანის ცვლილებები, თირკმლების ფუნქციონირების, მხედველობის დარღვევა და სხვა.

ცხიმები, ქიმიური შემადგენლობით, გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავეების რთული კომპლექსებია. ამა თუ იმ ცხიმის თვისებებსა და მის ბიოლოგიურ აქტიობას განსაზღვრავს მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები. ცხიმოვანი მჟავები, თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად ნაჯერი (ზღვრული) და უჯერი (არაზღვრული).

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები უჯრედოვანი მემბრანების, შემაერთებელი ქსოვილებისა და სხვათა სტრუქტურული კომპონენტია. ნახევრადუჯერი ცხიმები აძლიერებენ ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური და ავთვისებიანი დაავადებებისადმი. დადგენილია მათი კავშირი В ჯგუფის ვიტამინების (პიროდოქსინი, თიამინი) და ქოლონის ათვისებასთან. ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავეების დეფიციტი იწვევს კანის სიმშრალესა და სხვა დაზიანებებს; ირღვევა სისხლძარღვების ელასტიკურობა, მატულობს ქოლესტერინის შემცველობა სისხლში. მისი ნაკლებობა პროვოცირებას უკეთებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების წარმოქმას, აფერხებს ზრდასა და გარემო მავნე ფაქტორებისადმი მდგრადობის უნარს, აქვეითებს რეპროდუქციულ ფუნქციას.

ნახევრადუჯერი ცხიმოვან მჟავები არ წარმოიქმნება ორგანიზმში და ამდენად, შეუცვლელ ნივთიერებებს მიეკუთვნება. ცხიმების სხვა, მნიშვნელოვანი შემადგენელია ფოსფოლიპიდები. ისინი შედიან უჯრედის მემბრანის სტრუქტურაში, მონაწილეობენ ცხიმის ტრანსპორტირების პროცესში. განსაკუთრებით მაღალია მათი შემცველობა ტვინის, გულისა და თირკმლების ქსოვილებში. ფოსფოლიპიდებზე ადამიანი სადღეღამისო მოთხოვნილებაა 10 გრ დღეში.

ფოსფოლოპიდები დიდი რაოდენობით შედის კვერცხში (10%–მდე), უმ არარაფირინებულ მცენარეულ ზეთში (1-4%), კარაქში ( 0.4%–მდე), ხორბლის თესლის ჩანასახში (0.6—0.7%).

ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში ესაჭიროება 80—100 გრამი ცხიმი, მათ შორის– მცენარეული 25—30 გრ, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები 3—6 გრ, ქოლესტერინი 1 გრ, ფოსფოლიპიდები – 5გრ. რაციონში ცხიმების ძირითადი წყაროა ხორცი , ცხოველური ცხიმი, ზეთები, თევზი და რძის პროდუქტები.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში