ამნიონი

ამნიონი – (ბერძნ.amnion – ამნიონი, კრავი; ძველი ბერძნების მიერ მსხვერპლად შეწირული ცხოველის სისხლით სავსე ფიალა. აქ ჩანასახოვანი ბუშტი. სინონიმებია: წყლის გარსი, ამნიონური გარსი) ჩანასახის ირგვლივ არსებული დამცავი გარსი. (1)

ამნიონი (amnion) – ქვეწარმავლების, ფრინველების და ძუძუმწოვრების ერთ-ერთი ჩანასახოვანი გარსი. არ გააჩნიათ უმდაბლეს ხერხემლიანებს. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.