ალცჰეიმერის დაავადება

ალცჰეიმერის დაავადება

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

ალცჰეიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ომეგა-3 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ალცჰეიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება.

ხასიათდება: კლინიკურად – პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურად – ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით. ვლინდება 40 წლის შემდგომ ასაკში. დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელ – თხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით.
ალცჰეიმერის დაავადების განვითარების მიზეზებს უკავშირებენ ნერვული უჯრედების დარღვევას, იმ პროცესების დარღვევებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ასევე მემკვიდრეობას, თავის ტვინის სიმსივნეებს, ტრავმებს.
დროთა განმავლობაში ავადმყოფები სულ უფრო უმწეონი ხდებიან. პირველი სიმპტომების გამოჩენიდან ლეტალურ გამოსავლამდე საშუალოდ გადის 8 წელი. დიაგნოსტიკა საჭიროებს სხვა დაავადებების გმორიცხვას. (1)
ალცჰეიმერის დაავადება (Alzheimer disease) – დაავადებისათვის დამახასიათებელია, მეხსიერების პროგრესირებადი დარღვევა, უნარ-ჩვევების დაკარგვა (მაგალითად, წერის დავიწყება), ფსიქიკური მოშლილობები, ჰიპერკინეზია და ა.შ., რაც დაკავშირებულია ტვინის დიფუზურ ატროფიასთან (საყოველთაოდ აღიარებული აზრით ნეირონებში გროვდება ცილა – ბეტა-ამილოიდი და წარმოიქმნება ამილოიდური ფოლაქები).

დაავადება ვლინდება 55 წლის შემდეგ, მემკვიდრეობს აუტოსომურ-დომინანტური ტიპით (ლოკუსი AD1, მოთავსებულია 21-ქრომოსომის q21.1 მონაკვეთში). (2)

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


სოც. ქსელები: 1 ,