ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი – დაავადება, რომელიც განპირობებულია სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღებით; ვლინდება თრობისადმი მუდმივი მოთხოვნილებით, ფსიქიკის მოშლით, სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, სოციალური კავშირების დაკარგვით, პიროვნების დეგრადაციით.


ალკოჰოლიზმის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ალკოჰოლიზმის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები
ომეგა-3


სიმპტომები, მიმდინარეობა

წარმოიქმნება სპირტიანი სასმელების რეგულარული მოხმარების დროს, თუმცა დაავადების მთლიანად ფორმირების დროსაც კი, იგი განაგრძობს განვითარებას, სასმელიდან თავშეკავების დროსაც კი.
ხასიათდება ოთხი სინდრომით, რომელთა თანამიმდევრობითი განვითარება განსაზღვრავს დაავადების სტადიას:

  1. შეცვლილი რეაქტიულობის სინდრომი: სპირტიანი სასმელების ამტანობის ცვლილება, დამცველობითი რეაქციების გაქრობა ალკოჰოლის დოზის გადაჭარბების დროს, სპირტიანი სასმელების სისტემატურად მიღების უნარი და მისი მოქმედების გაუკუღმართება, ამნეზია თრობის პერიოდში.
  2. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი: დათრობისადმი ლტოლვა – ე. წ. ფსიქიკური აბსენსური (აკვიატებული) ფსიქიკური დისკომფორტი ფხიზელ მდგომარეობაში და ფსიქიკური ფუნქციის გაუმჯობესება დათრობის დროს.
  3. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი: ფიზიკური მოთხოვნილება დათრობისადმი, კონტროლის დაკარგვა მიღებული სპირტიანი სასმელის რაოდენობაზე, აბსტინენცია, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დათრობის დროს.
  4. ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგების სინდრომი ფსიქიკურ, ნევროლოგიურ, სომატურ სფეროებში და სოციალურ საქმიანობაში.

ფსიქიკური შედეგები:

ასთენია, ფსქოპათიზაცია, პიროვნების დაქვეითება (გაუხეშება, ინტერესების, ფასეულობების დაკარგვა), აფექტური დარღვევები (ხასიათის ლაბილობა, დეპრესია, დისფორია) აგრესიულობითა და სუიციდური მიდრეკილებებით, შორს წასულ შემთხვევებში – დემენცია (ჭკუასუსტობა); დამახასიათებელი გამოვლინებაა – ე. წ. ალკოჰოლური იუმორი (უხეში, უტაქტო); შესაძლებელია წარმოიქმნას ფსიქოზური მდგომარეობები – მწვავე (დელირიუმი, ჰალუცინაციურ – პარანოიდული სინდრომები) და ქრონიკული (ჰალუცინოზი, ეჭვიანობის ბოდვები, კორსაკოვსკის ფსიქოზი).

ნევროლოგიური შედეგები:

ტვინის მწვავე (ე. წ. დისცირკულატორულ – ტოქსიკური სინდრომები) ეპილეპტოფორმული, გაიე – ვერნიკეს, ნათხემოვანი, სტრიოპალიდარული უკმარისობა; პერიფერიული ნევრიტები, მხედველობის, სმენის ნერვების ატროფია.

სომატური შედეგები:

გულ – სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, კუჭის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დარღვევები, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის პოლიგლანდულური დარღვევები, იმუნური გამოფიტვა.
დამახასიათებელია ტრავმატიზმი, შრომისუნარიანობის დაქვეითება. დაზიანების მრავალსისტემურობა ყველა სპეციალობის ექიმს საშუალებას აძლევს დასვას ალკოჰოლიზმის დიაგნოზი.
შესაძლებელია მოხდეს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზის განვითარება, რომლის დროსაც საჭიროა მისი სასწრაფო კუპირება ავადმყოფის დაძინებით; ამასთან აუცილებელია დეჰიდრატაცია და გულ – სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე კონტროლი.

პროგნოზი

დამოკიდებულია დაავადების ხანდაზმულობაზე და სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენების ინტენსივობაზე, სუროგატების მიღებაზე. სიკვდილი დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების დეკომპენსაციით, რაც უკავშირდება ე. წ. ,,ზაპოებს”, ექსცესებს, აბსტინენციურ მდგომარეობებს, ინტერკურენტულ დაავადებებს. ანტიალკოჰოლური მკურნალობა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე აჩერებს დაავადების განვითარებას. ფსიქიკური დაავადებები


ალკოჰოლიზმი ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


გამოგვყევით სოც. ქსელებში:  1 ,