ადამკევიჩის სინდრომი

ადამკევიჩის არტერიის სინდრომი – არტერიის სინდრომი. ზურგის ტვინის (წელის მიდამოს) გასქელების, ქვედა კიდურთა პერიფერიული დამბლების შერწყმა პარესთეზიასთან, ზედაპირული მგრძნობელობის დარღვევასთან გულმკერდის VI – XII სეგმენტიდან ქვემოთ და მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის დარღვევები. გამოწვეულია ზურგის ტვინის არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით, რაც დაკავშირებულია ზურგის ტვინის გავა – წელის მიდამოს გასქელებასთან. აღინიშნება ხერხემლის ოსტეოქონდროზის, ექსტრამედულური სიმსივნეების, მუცლის აორტის თრომბოზის დროს. [“3”]