ნ. ვარშანიძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-8028.
N1. მაისი, 2008
აჭარის ფლორისტული რაიონის სახეობრივი მრავალფეროვნება (ველურად მოზარდ მცენარეთა სახეობების სია)
შესავალი:
აჭარის ფლორისტული რაიონი მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებს (კეცხოველი, ხარაძე, გაგნიძე, 1971-2007) და მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; მისი სამხრეთი საზღვარი ემთხვევა თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მიჰყვება შავშეთის ქედს, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მესხეთის ქედი, აღმოსავლეთით არსიანის ქედი, დასავლეთით შავი ზღვა და უჭირავს 2900 კმ2 ფართობი ზღვის დონიდან 0-2993 მ. სიმაღლეებზე (Нижарадзе ,1961).
აჭარის ფლორისტული რაიონი გაადგილებულია ხმელეთის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ კავკასიის ეკორეგიონში, რომელიც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), შეიტანა მსოფლიოს იმ 34 `ცხელ წერტილთა~ (Hotspots) ნუსხაში, რომლებიც ხასიათდებიან ყველაზე დიდი ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და საფრთხეში მყოფი ხმელეთის ეკოსისტემების სიუხვით. ამავე დროს გეოგრაფიული მდებარეობით, ეს ტერიტორია შედის მსოფლიოში აღიარებულ 200 ეკორეგიონს შორის სახეობათა სიუხვის, ენდემიზმის მაჩვენებლის, ტაქსონომიური უნიკალურობის, წარმოშობის თავისებურებების და ჰაბიტატების იშვიათობის მიხედვით გამორჩეულ მცირე კავკასიონის სამხრეთ დასავლეთ კორიდორში; იგი ფიგურირებს ასევე მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დონით უნიკალური და დაცვის საჭიროების თვალსაზრისით პრიორიტეტული 25 რეგიონის ნუსხაში – ტროპიკული ანდების, ბრაზილიის ატლანტიკური ტყეების, მადაგასკარის, ფილიპინების, ახალი ზელანდიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის და სხვათა გვერდით. (WWF & IUCN, 1974; Williams, Zazanashvil., Sanadiradze, Kandaurov 2006; WWF Global 200 Ecoregions; WWF 1998; http://www.wwf.org/; http://www.worldwildlife.org). ნიშანდობლივია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივაში “ევროპის ტყეების 100 ცხელი წერტილის შესახებ,” ანუ დაუცავ ტყეთა 100 მონაკვეთის შესახებ, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დაცვას, ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი მიენიჭა აჭარის უნიკალურ ტყის ეკოსისტემებს (The map-”100 European Forests We Should Protekt Now”, 1997).
მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცნობები აჭარის ფლორისტულ რაიონში ველურად მოზარდ მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შესახებ მოგვეპოვება ჯერ კიდევ IXX საუკუნის ლიტერატურულ წყაროებში (Альбов,1893; 1896-а,б; Кузнецов,1909). პირველი ნაშრომი აჭარაში ველურად მოზარდი სახეობების კონკრეტული სიისა ეკუთვნის ა. გროსჰეიმს (Гроссгейм, 1948-а,б), რომელიც მაშინ აჭარისათვის მიუთითებდა 1048 სახეობას; შემდგომი კვლევებით ა. დიმიტრიევა (Дмитриева, 1956) მიუთითებს 1608 სახეობას, უფრო მოგვიანებით (Дмитриева, 1959) კი 1637 სახეობას, ბოლო 1990 წლის გამოცემებში კი 1800-ზე მეტ სახეობას (Дмитриева, 1990-а,б). უახლოესი ინფორმაციები აჭარის ფლორის სახეობრივი მრავალფეროვნების შესახებ სრული სახით თავმოყრილია ისეთ ფუნდამენტურ შრომებში, როგორებიცაა: “საქართველოს ფლორის“ გამოცემები (კეცხოველი., ხარაძე., გაგნიძე, 1971-2003; საქართველოს მცენარეების სარკვევი, 1964, 1969 და სხვა (Мемиадзе, 1971; Флора СССР, 1934-1964; Zazanashvili, Gagni¬dze, Nakhutsrishvili, 1995; Kikvidze, Ohsawa 1999; Dolu¬chanov G, übe¬rarbeitet von Giorgi Nachu¬criŠvili, 2000), ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადგილობრივი ფლორისა და ბუნების დაცვის განყოფილების მიერ ადგილობრვ და უცხოელ მკლევარებთან ერთად ჩატარებული აჭარის ფლორაში ველურად მოზარდი სახეობების ინვენტარიზაციისა და მათი ანალიზის შედეგებში (ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბოტანიკის (1971-1975, 1986-1990 წწ.), ადგილობრივი ფლორისა და ბუნების დაცვის (1991-1995, 1996-2000, 2001-2005, 2005-2008 წწ., მცენარეთა ინტროდუქციისა და კონსევაციის განყოფილების, 2009 წ. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიშები.) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიშები); გაგნიძე, დავითაძე 2000; დავითაძე, 2000; მემიაძე, 2004; მანველიძე, 2006; ხარაზიშვილი, 2006; Дмитриева,1959, 1990 а,б; Мемиадзе, 1971; Манджавидзе, 1982; Папунидзе, 1990; Хохряков, 1991; Хохряков, Мазуренко 1994; Хохряков, Манвелидзе, Мазуренко, Мемиадзе, 1998; Хохряков, Манвелидзе, Мемиадзе, 2005; Манвелидзе,2005; Manvelidze, Memiadze, Kharazishvili, 2008, Manvelidze, Eminagaoglu, Memiadze, Kharazishvili, 2009; Kikodze, Memiadze, Kharazishvili, Manvelidze, Heinz Mueler-Schaerer, 2009 და სხვა).
კვლევის მეთოდიკა:
საველე კვლევები გამხორციელდა ტრადიციული მარშრუტული, ექსპედიცია-ექსკურსიების მეთოდით _ ჰერბარიუმის შეგროვება და მისი კამერალური დამუშავება.
მცენარეებს რკვევა განხორციელდა აჭარის, საქართველოს მცენარეთა სარკვევების და “საქართველოს ფლორის” დახმარებით (კეცხოველი., ხარაძე., გაგნიძე, 1971-2003; საქართველოს მცენარეების სარკვევი, 1964, 1969 ; Дмитриева,1959, 1990 а,б )
მცენარეთა ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები და ჰერბარიუმის შეგროვება განხორციელდა 1987-2007 წლების პერიოდში. ძირითადი მარშრუტები მოიცავდა აჭარის მთლიან ტერიტორიას- აჭარა-იმერეთის, შავშეთისა და არსიანის ქედებისა და მათი განშტოებების, აგრეთვე ძირითადი მდინარეებისა და მათი დიდი და პატარა შენაკადების ხეობების, ქობულეთისა და კახაბრის დაბლობების სხვადასხვა ბიოტოპსა და ეკოტოპს. საველე დაკვირვებები და მოიცავდა ყველა სავეგეტაციო სეზონს – თებერვლის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე; შეგროვებული მასალების კამერალური დამუშავება ხდებოდა ძირითადად ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადგილობრივი ფლორისა და ბუნების დაცვის განყოფილებაში. შეგროვილი და იდენტიფიცირებული ჰებარიუმის ძირითადი ნაწილი ინახება ქ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის (BATU) საჰერბარიუმო ფონდში, ნაწილი ქ. თბილისის ნ. კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის და ქ. მოსკოვის ვ. ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (MW) ჰერბარიუმსაცავებში. სახეობათა ტაქსონომია დაზუსტებულია თანამედროვე ნომენკლატურების მიხედვით (კეცხოველი., ხარაძე., გაგნიძე, 1971-2003; საქართველოს მცენარეების სარკვევი, 1964, 1969 ; Дмитриева,1959, 1990 а,б ); Davis, 1965-1982.; Gagnidze,2005; Czerepanov,1995)
სახეობათა სივრცობრივი გაადგილება მიეთითება აჭარის ფლორისტული რაიონის ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების უახლოესი სქემის მიხედვით (Манвелидзе,2005) (რუკა 1): >>>>>

I_ზღვისპირა აჭარის რაიონი:
ქობულეთის დაბლობის ქვერაიონი (I-1);
კახაბრის დაბლობის ქვერაიონი (I-2);
აჭარისწყალი-ჭოროხის ქვერაიონი. (I-3);
ზღვისპირა მთა-გორიანი ქვერაიონი (I-4).
II_ შიგა აჭარის რაიონი:
მდ. აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ქვედა წელის ხეობების ქვერაიონი (II_1);
მდ. აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ქვედა წელის ხეობების (შუამთის) ქვერაიონის (II_2).
III– მაღალმთიანი აჭარის რაიონი:
აჭარა-იმერეთის ქედის მაღალმთის ქვერაიონის (III_1);
არსიანისა და შავშეთის ქედების მაღალმთის ქვერაიონის (III_2).
სახეობების ვერტიკალური გავრცელება მიეთითება აჭარის ფლორისტული რაიონის მცენარეულობის ტიპების ვერტიკალური ზონალურობის უახლოესი სქემის მიხედვით (სქემა 1):
ზღვისპირა ქვიშნარების (A) და დაბლობების (B) მცენარეულობა (0-25 მ-მდე ზ. დ-დან): ძირითადად დამახასიათებელია ზღვისპირა აჭარის რაიონის (I) ქობულეთის დაბლობის (I-1) და კახაბრის დაბლობის ქვერაიონებისათვის (I-2).
ჩ – შერეული სუბტროპიკული ტყეების, ანუ კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი ტყეების სარტყელი (ზ.დ-დან 400-500 მ-მდე);
D- ფართოფოთლოვანი ტყეების წაბლის (Castanea sativa) ტყეების ქვესარტყელი (ზ.დ 400-500 მ-დან 1000-1100 (1200) მ-მდე. ძირითადად დამახასიათებელია ზღვისპირა აჭარის რაიონის (I) აჭარისწყალი-ჭოროხის ქვერაიონისათვის (I-3) და ზღვისპირა მთაგორიანი ქვერაიონისათვის (I-4).
E – ფართოფოთლოვანი ტყეების მუხის (მუხის ენდემური სახეობების Qუერცუს დსჰოროცჰენსი და Q. ჰარტწისსიანა) ტყეების ქვესარტყელი (ზ.დ 300 მ-დან 800 მ-მდე); დამახასიათებელია შიგამთიანი აჭარის რაიონის (II) ქვედა ხეობების ქვერაიონის (II-1) სამხრეთი ექსპოზიციის ფერდობებისათვის.
F- შერეული (პოლიდომინანტური) ტყეების ქვესარტყელი (Picea orientalis, Pinus sosnovskyi და ფოთლოვნების – Fagus orientalis, Carpinus caucasica, Acer campestre, A. platanoides და სხვათა პოლიდომინანტური დაჯგუფებებით), დამახასიათებელია შიგამთიანი აჭარის რაიონის (II)
დაბლარი ხეობების ქვერაიონის (II-1) ზ.დ300 მ-დან 1500-1600 მ-მდე ჩრდილო-ექსპოზიციის ფერდობებისათვის და ზ.დ 800 მ-დან 1500-1600 მ-მდე სამხრეთი-ექსპოზიციის ფერდობებისათვის.
G- წიფლის (Fagus orientalis) ტყეების ქვესარტყელი დამახასიათებელია ზ.დ 1100 მ-დან 1900-1950 მ-მდე (ანუ მთის დაბოლოებამდე) ზღვისპირა აჭარის რაიონის (I) აჭარისწყალი – ჭოროხის ქვერაიონისათვის (I-3) და ზღვისპირა მთაგორიანი ქვერაიონისათვის (I-4) (სურ. 3.7).
H- ნაძვისა და სოჭის (Picea orientalis, Abies nordmanniana) ანუ მუქწიწვიანი ტყეების ქვესარტყელი, ზ.დ 1500-1600 მ-დან 2100-2200 მ-მდე, (სურ. 3.8); დამახასიათებელია შიგა აჭარის რაიონის (II) შუამთის ქვერაიონისათვის (II-2).
I- სუბალპური ტყე-მდელოს მცენარეულობის სარტყელი ზ.დ 2000-2100 მ-დან 2350 (2370) მ-მდე დამახასიათებელია აჭარა-იმერეთის, შავშეთისა და არსიანის ქედების მაღალმთის რაიონის (III) აჭარა-იმერეთის მაღალმთის ქვერაიონისათვის (III-1) და ზ.დ 2000-2100 მ-დან 2400 (2450) მ-მდე არსიანის და შავშეთის ქედების მაღალმთის ქვერაიონებისათვის (III-2).
ჟ- ალპური მცენარეულობის სარტყელი ზ.დ 2350 მ-დან 2756 მ-მდე აჭარა-იმერეთის, შავშეთისა და არსიანის ქედების მაღალმთის რაიონის (III) აჭარა-იმერეთის მაღალმთის ქვერაიონისათვის (III-1) და ზ.დ 2400 მ-დან 2993 მ-მდე არსიანისა და შავშეთის ქედების მაღალმთის ქვერაიონებისათვის (III-2).
სახეობათა სასიცოცხლო ფორმა მიეთითება აღნიშვნებით:
P – გვიმრა; - ერთწლოვანი ბალახოვანი; - ორწლოვანი ბალახოვანი; •- მრავალწლოვანი ბალახოვანი; ђ – ბუჩქი; ¥ – ხე; L – ლიანა
სახეობათა ადგილსამყოფლები ბიოტოპი მიეთითება აღნიშვნებით: ალ- სასოფლო სამეურნეო სავარგულები; რდ-რუდერალური.; სს-ზღვის სანაპირო; ს-ჭაობი; პ-მდორე წყლები; სნ- ქვიშნარები; მ-მდელო; მს – ჭარბტენიანი მდელო; სჰ – ბუჩქნარები; ფ – ტყე; ფმ – ტყე-მდელო; ფსჰ –ტყე-ბუჩქნარები; ფ რ-ტყე-კლდე; რ-კლდე; სრ – ნესტიანი კლდეები; ბს-ღორღი; ჰვ-მაღალბალახეულობა
კვლევის შედეგები:
დღეისათვის აჭარის ფლორისტულ რაიონში აღირიცხება ველურად მოზარდი 1837 სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 159 ოჯახსა და 742 გვარში. სახეობათა საერთო რაოდენობიდან გვიმრანაირია – 61 (3,32%); შიშველთესლოვნები – 8 (0,44%); ფარულთესლოვნები – 1768 (96,24%), მათ შორის ორლებნიანები – 1372 (74,67%), ერთლებნიანები – 396 (21,55%); ბალახოვნები წარმოდგენილნი არიან 1660 სახეობით (90,36%), მათ შორის ერთწლოვანია – 356 (19,37%), ორწლოვანია – 70 (3,81%), ერთი ან ორწლოვანი – 68 (3,7%), ერთი ან მრავალწლოვანი – 4 (0,21%), ორი ან მრავალწლოვანი – 16 (0,86%), ერთი, ორი ან მრავალწლოვანი – 7 (0,38%) მრავალწლოვანი – 1094 (59,55%), მათ შორის ბოლქოვანი – 66 (3,59%); გვიმრაა – 46 (2,5%) სახეობა. მერქნიანები წარმოდგენილია 177 სახეობით (9,63%), მათ შორის ხეა – 57 (3,1%), ბუჩქი – 71 (3,86%), ხე ან ბუჩქი – 38 (2,06%), ლიანა – 11 (0,59%)- მათ შორის საქართველოს `წითელი ნუსხით~ დაცულია 24 სახეობა; აჭარის ფლორა წარმოდგენილია 174 ენდემური სახეობით (9,47 %), მათ შორის კავკასიის – 68 (3,7%), კოლხეთის – 52 (2,83%), საქართველოს – 21 (1,14%), აჭარა-ლაზეთის – 23 (1,25%), აჭარის 10 სახეობა (0,54%). სახეობათა საერთო რაოდენობიდან იშვიათი შემხვედრილობისაა – 247 (13,45%), ფიტოცენოტური დაჯგუფებების შემქნელი ადვენტივია – 365 (19,87%), სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება – 121 (6,58%), დეკორატიული ღირსებებით გამოირჩევა – 224 (12,19%) (ცხრილი 1; დანართი 1).
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება დავახკვნათ, რომ აჭარის ფლორისტული რაიონი მცენარეული საფარის სახეობრივი მრავალფეროვნების მიხედვით გამოირჩევა მთელს ჩვენს ქვეყანაში და თუ კი მხედველობაში მივიღებთ სახეობების, სახეობათა ვარიაციისა და ქვესახეობების საერთო რაოდენობას (1837) ფართობის ერთეულზე (2900 კმ2), დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველაზე მდიდარი ფლორისტული რაიონია მთელს კავკასიის ეკორეგიონში.
აჭარის ფლორისტული რაიონის სახეობრივი მრავალფეროვნების ex situ და in situ კონსერვაციის პრიორიტეტული მიმართულებები.
მდგრადი განვითარების საერთაშორისო სამიტზე (World Summit on Sustainable Development, Johannesburg, 2002), ერთერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად დაისახა- `არსებითად შემცირდეს ბიომრავალფეროვნების დანაკარგი 2010 წლისათვის~. ამ ამოცანასთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის კონკრეტულმა ვალდებულებებმა და სამოქმედო პროგრამამ ასახვა პოვეს ჰაბიტატების და სახეობების in situ და ex situ კონსერვაციის პრიორიტეტებში და საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიასა და მოქმედების გეგმაში (საქართველოს მთავრობის დადგენილება N#27, 2005 წლის 19 თებერვალი).
ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური სტრატეგია დღეისათვის წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ რეალისტურ დოკუმენტს, მკაფიოდ გამოკვეთილი სხვადასხვა რანგისა და სტატუსის მოქმედების გეგმით, რომელთაც გააჩნიათ ერთი მთავარი მიზანი -პლანეტაზე მცენარეთა სახეობების შენარჩუნება. Aამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ამოცანები და სამოქმედო გეგმები განისაზღვრება მსოფლიოს წამყვანი გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პროგრამების დონეზე, რაც საშუალებას იძლევა ძალისხმევის სტანდარტიზებისა და გაერთიანებისათვის საერთო ამოცანების გადასაჭრელად.
აჭარის ფლორისტულ რაიონში ეკოს სახეობრივი მრავალფეროვნების in situ და ex situ კონსერვაციას უპირველეს ყოვლისა ექვემდებარებიან ენდემური და საქართველოს `წითელი ნუსხით~ (2006) გათვალისწინებული მცენარეთა სახეობები და მაღალი კონსერვაციული ღირებულებების ეკოსისტემები.
ენდემური სახეობების კონსერვაციის კანონიერება და გლობალური გარემოსდაცვითი მნიშვნელობა ეფუძნება რამდენიმე საერთაშორისო კონვენციას: `ბიომრავალფეროვნების შესახებ~ (ძალაში შესვლის თარიღი საქართველოსათვის: 31 აგვისტო, 1994); გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენცია (ძალაში შესვლის თარიღი საქართველოსათვის: 27 ოქტომბერი, 1994), საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ (ძალაში შესვლის თარიღი საქართველოსათვის: 28 ივლისი, 1996), ველური ფაუნისა და ფლორის გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის – CITES შესახებ (ძალაში შესვლის თარიღი საქართველოსათვის: 12 დეკემბერი, 1996) და გაერო-ს კონვენცია გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (ძალაში შესავლის თარიღი საქართველოსათვის: 17 ოქტომბერი, 1999) (საქართველოს მიერ რატიფიცირებული გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები, http://www.parliament.ge), რომელთა წევრიც დღეს არის საქართველო.
გაგრძელება იხ. >>>>
Viewed 728 times by 256 viewers



