ჭიების წინააღმდეგ (ანტიჰელმინთური) მოქმედი მცენარეები და მცენარეული ნაკრებები
1. | ||
ჩვეულებრივი ასფურცელას ყვავილების ფხვნილი მაღალი კულმუხოს ფესვის ფხვნილი მოცვის ნაყოფები |
5 გრ. 5 გრ. 5 გრ. |
აღნიშნული რაოდენობის მცენარეული ნარევისაგან მომზადებული ფხვნილი გავყოთ ორ ნაწილად.ნახევარი დავლიოთ დილით უზმოზე, ხოლო მეორე ნახევარი კი – ორი საათის ინტერვალის შემდეგ.(გამოიყენება ასკარიდოზის დროს). |
2. | ||
სათესი ნივრის ბოლქვები | 5 გრ. | 5-10 გრამი გახეხილი ნიორი გავხსნათ 1/4 ლიტრ წყალში და გამოვიყენოთ ოყნის სახით. |
3. | ||
ჩვეულებრივი გოგრის თესლები ჩვეულებრივი ასფურცელას ყვავილები მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი |
30 გრ. 30 გრ. 30 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, შევაგრილოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში.(გამოიყენება ტენიიდოზის დროს) |
მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
გადასვლა საწყის გვერდზე >>>