mkurnaloba_ucxoetsi

ecopharm

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

vaka

ლექსიკონები
ზ. მანველიძე, ნ. მემიაძე, დ. ხარაზიშვილი (ბათუმის ბოტანიკური ბაღი)
ნ. ვარშანიძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-8028.
N4. აგვისტო, 2008

დასაწყისი იხ. >>>>

თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან აჭარის ფლორისტული რაიონის უშუალოდ მოსაზღვრეტერიტორიაზე-ართვინის ვილაეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფუნქციონირებს მრავალი დაცული ტერიტორია, როგორიცაა: ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი (Camili Biosphere Reserve Area , hatila valeis (Hatila Valley) და ყარაგიოლი-საჰარას (Karagöl-sahara)ეროვნული პარკები (National Park),, ბორჩხა-ყარაგიოლის ბუნებრივი პარკი (Borçka-Karagöl Nature Park),, ჯამილი-გორგითის (Camili-Gorgit),, ჯამილი-ეფელერის (Camili-Efeler)და ჯამბურნუს (Çamburnu) ნაკრძალი (Strict Nature Reserve) (Parks. it-Parks, Reserves, and Other Protected Areas in Turkey: //http://www.parks.it/world/TR/Eindex.html; http://www.unesco.org/mabdb/br/brdir/directory/biores).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დღეს არსებული კინტრიშის ნაკრძალი, კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, ქობულეთის ნაკრძალი და მტირალას ეროვნული პარკი საერთო ფართობით 30137,75 ჰა, ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტყის ფონდის საერთო ფართობის (193608 ჰა) 15,70% იმართება საქართველოს კანონით `დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ~ (1996) გათვალისწინებული მენეჯმენტით და სახეობების და ჰაბიტატების ინ სიტუ კონსერვაციის მოთხოვნების შესაბამისობაში. ასევე, არსებობს დაგეგმარების პროცესში მყოფი ორი დაცული ტერიტორია: მტირალას ეროვნული პარკის დამხმარე ზონა (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საერთო ფართობით 10202 ჰა) და მაჭახელას დაცული ლანდშაფტი (საერთო ფართობით 12700 ჰა) (რუკა 2.).

ამ ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოსაყალიბებლად ორეტაპიანი მი¬დ¬გო¬მაა გამოყენებული. დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების გაუმჯობესების და ახლო პე¬რ¬სპე¬ქტივაში დაცული ტერიტორიების ქსელის ჩამოყალიბებისა და ტრანსსასაზღვრო თანა¬მშრო¬მ¬ლო¬ბის განვითარების შესაძლებლობათა კონტექსტში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ეკო¬სი¬ს¬ტემების შენარჩუნების ფონდის (CEPF) მიერ განხორციელებული `კავკასიის ბიო¬მრა¬ვა¬ლფე¬რო¬ვნე¬ბის დაცვის პროგრამის” ფარგლებში, ამავე ფონდისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფო¬ნდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ამ ეტაპისათვის მომზადებულია სი¬ვრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი `მტირალასა და მაჭახელას ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა~ (2008), რის საფუძველზეც იქმნება `მტირალას და მაჭახელას ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია” საქართველოს კანონის `სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ~ (2005) მიხედვით; ხოლო მეორე ეტაპზე გათვა¬ლი¬სწი¬ნე¬¬ბულია დაარსდეს `მტირალას დამხმარე/ბუფერული ზონა” და `მაჭახელას დაცული ლანდ¬შა¬ფტი” საქართველოს კანონის `დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” (1996) მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მაღალი კატეგორიის (IUჩN-ის I-II კატეგორიები, Management Guidelines for IUCN Category V Protected Areas: Protected Landscapes/Seascapes – (http://cmsdata.iucn.org/downloads/pag_009.pdf)დაცული ტერიტორიების ეფექტური ფუნქციო¬ნი¬რე¬ბი¬სა¬თვის დამხმარე თუ ბუფერული ზონების არსებობა აუცილებელია. დამხმარე/ბუფერული ზონები მრავალფუნქციონალური ერთეულებია. მათ შორის ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციაც მოიაზრება, რაც უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების ქსელის ჩამოსაყალიბებლად. ამასთან, დამხმარე ზონები თავად წარმოადგენს უფრო დაბალი კატეგორიის დაცულ ტერიტორიებს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის სტატუსით (IUCN-ის VI კატეგორია); ანუ დამხმარე ზონების შექმნით ფართოვდება და მეტად მრავალფეროვანი ხდება დაცული ტერიტორიების სისტემა თუ ქსელი.

რაც შეეხება მაჭახელას მონაკვეთს, სადაც ბუნებრივი და ადამიანის ხელით შექმნილი, ისტორიული ლანდშაფტი იშვიათი ჰარმონიულობითაა ურთიერთშეხამებული, – მას უშუალოდ შეესაბამება `დაცული ლანდშაფტის” კატეგორიის (IUჩN-ის V კატეგორია) სტატუსი.

ამასთან, მაჭახელას მონაკვეთი (მომავალში – დაცული ლანდშაფტი) ესაზღვრება მდ. მაჭახელას ზედაწელში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით თურქეთში დაარსებულ ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მაჭახელას ხეობა, გარდა ტურიზმის განვითარებისა, ახლო მომავალში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს–როგორც ეკოლოგიური დერეფანი და საკვანძო დაცული ტერიტორია სამხრეთ კოლხეთში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განსავითარებლად.

სახეობების ex situ  კონსერვაციის ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს მათი ცოცხალი კოლექციისა და სათესლე ბანკის შექმნა ბოტანიკურ ბაღებში, დაცულ ტერიტორიებში და სასწავლო თუ სამეცნიერო კვლევით ცენტრებს მიმაგრებულ შესაბამის ფართობებზე.

დღეისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფლორისტულ განყოფილებაში ex situ  კონსერვაციას ექვემდებარებიან კავკასიის ეკორეგიონის ველური ფლორის 96 ოჯახის 216 გვარის 367 სახეობა (მერქნიანია 78 სახეობა), მათ შორის:

- ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) `წითელი ნუსხის~ (2006) 4 სახეობა – Abies nordmanniana, Buxus colchica, Taxus baccata, Zelkova carpinifolia;

- კავკასიის `წითელი ნუსხისათვის~ (2009), რეკომენდირებული 10 სახეობა -Betula medwedewii, Rhododendron ungerni, Minuartia colchica, Scabiosa adzharic, Cephalaria gigantea, Swida koenigii, Quercus pontica, Rhamnus imeretina – sur 50,, Saxifraga pontica, Senecio pandurifolius;

- საქართველოს `წითელი ნუსხის~ (2006) 19 სახეობა-Arbutus andrachne, Betula medwedewii, Buxus colchica, Castanea sativa, Epigaea gaultherioides, Juglans regia, Laurus nobilis, Osmanthus decorus, Ostrya carpinifolia, Pterocarya pterocarpa, Quercus hartwissiana, Quercus imeretina, Quercus pontica, Rhododendron smirnowii, Rhododendron ungernii, Staphylea colchica, Taxus baccata, Ulmus glabra, Zelkova carpinifoli;

- ველური ფაუნისა და ფლორის გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის (CITES) ნუსხით (2008) გათვალისწინებული 5 სახეობა: Cyclamen couum, Galanthus alpinus, G. krasnovii, G. rizehensis da G. woronowii;

- 35 ენდემური სახეობა: 8 კავკასიის Albizzia julibrissin, Gleditschia caspica, Parrotia persica, Ficus hyrcana, Solidago virgaurea, Senecio pandurifolius, Cephalaria gigantea , Helleborus caucasica); 3 საქართველოს(Galanthus woronowii, Dianthus ketzkhowelii, Saxifraga pontica), 10 კოლხეთის(Aristolochia pontica, Betula medwedewii, Symphytum grandiflorum, Minuartia colchica, Swida koenigii, Quercus pontica, Iris lazica – სურ 51, Stachys trapezuntae, Lilium kesselringianum, Paeonia macrophyllum – სურ52), 11 aWara-lazeTis (Galanthus krasnovii, G.rizechensis, Seseli foliosum, Rhododendron ungernii, R. smirnowii, Epigaea gaultherioides, Astragalus adzharicus, Quercus dschorochensis, Osmanthus decorus, Primula megasaefolia, Cyclamen adzharicum), 3 აჭარის(Allium adzharicum, Centaurea adzharica, Ficaria popovii)

ლიტერატურა:

1. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბოტანიკის (1971-1975, 1986-1990 წწ.), ადგილობრივი ფლორისა და ბუნების დაცვის (1991-1995, 1996-2000, 2001-2005, 2005-2008 წწ., მცენარეთა ინტროდუქციისა და კონსევაციის განყოფილების, 2009 წ. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიშები.// ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკა.
2. ბიწაძე მ, რუხაძე ა. “გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის” (CITES) დანართებში შეტანილი საქართველოს ველური ფაუნისა და ფლორის სახეობები //თბილისი. 2001
3. გაგნიძე რ; დავითაძე მ. ადგილობრივი ფლორა `აჭარა~, ბათუმი, 2000. 271 გვ.
4. კეცხოველი ნ., ხარაძე ა., გაგნიძე რ. `საქართველოს ფლორა~ ტ. 1-13. //თბილისი, მეცნიერება, 1971-2003
5. მანველიძე ზ. კოლხეთის ტყის მცენარეულობის მრავალფეროვნება და მისი კონსე¬რვაციისა და გამოყენე¬ბის პრიორიტეტუ¬ლი მიმართულებები //ავტორეფერატი სოფლის მეურნეო¬ბის მეცნ. დოქტ. ხა¬რის¬ხის მოსაპოვებ¬ლად. თსუ, ქ. თბილისი, 2006. 103 გვ.

6. მემიაძე ნ. აჭარის ენდემური ფლორის მრავალფეროვნება //ავტორეფერატი ბიოლოგიის მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ქ. თბილისი, 2004. 59 გვ.
7. საქართველოს ბიომრა¬ვალ¬ფეროვნების დაცვის სტრა¬ტეგია და მოქმედებათა გეგმა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N#27, 2005 წლის 19 თებერვალი); http://www.nacres.org
8. საქართველოს მიერ რატიფიცირებული გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები, http ://www.parliament.ge
9. საქართველოს მცენარეების სარკვევი //თბილისი, “მეცნიერება”, 1964; ტ-I 458 გვ.
10. საქართველოს მცენარეების სარკვევი //თბილისი, “მეცნიერება”, 1969. ტ-II. 508 გვ.
11. საქართველოს კანონი `დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” //პარლამენტის უწყებანი, 1996 წ.,N#003; http ://www.parliament.ge)
12. საქართველოს კანონი `სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ~ //საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი I, 2005 წ., #30).
13. საქართველოს `წითელ ნუსხა~ //საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 მაისის #303 ბრძანებულება; http://www.garemo.itdc.ge)
14. საქართველოს სსრ `წითელი წიგნი.” //საბჭოთა საქართველო”,თბილისი,1982,255 გვ.
15. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის პ რ ო ე ქ ტ ი `მტირალასა და მაჭახელას ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა~// (მანველიძე ზ. და სხვები). ბათუმი, 2008; ნაბეჭდი ვერსია; 198 გვ.
16. ხარაზიშვილი დ. მდინარე ჩირუხისწყლის ხეობის მაღალმთის ფლორისა და მცე¬ნარეულობის მრავალფეროვნება //ავტორეფერატი ბიოლოგიის მეც¬ნიე¬¬რებათა კანდიდატის ხა¬რის¬ხის მოსა¬პოვებ¬ლად. ქ. თბილისი, 2006, 50 გვ.

17. Альбов Н.Н. Ботаническая экскурсия в Лазистан //`Зап. КОИРГО ~, 1893, кн. хи, 161 стр.
18. Альбов Н.Н. Очерк растительности Колхиды //` Земледелие ~, 1896-а. кн. 1. 22 стр.
19. Альбов Н.Н. Ботанико-географические исследования в западном Закавказье в 1894 году //`Записки Кавказского отдела Императорского Русского географического общества. Тифлис, кн. 16. 1896-б. стр. 115-158
20. Гроссгейм А.А. Анализ флоры Кавказа. изд. Аэ. ФАН, Баку. 1936.
21. Гроссгейм А.А. О новом геоботаническом районировании Кавказа //Ботанический журнал, том 33, №6, 1948-а. стр. 619-621
22. Гроссгейм А.А. Растительный покров Кавказа //Изд. Моск. общество испытателей природы. М. 1948-в. стр. 35-192
23. Дмитриева А.А. Материалы по флоре Аджарской ССР. Известия Батумского ботанического сада. №6. Тбилиси. 1956.
24. Дмитриева А.А. Определитель растений Аджарии. Изд. АН Груз. ССР. Тбилиси. 1959. 446 стр.
25. Дмитриева А.А. К вопросу о заносных и дичайших растениях на Батумском побережья. Флора и растительность Аджарии //Труды батумского ботанического сада АН Грузинской ССР, т. 14, изд-во Мецниереба, Тбилиси. 1967. стр. 58-66
26. Дмитриева А.А. Определитель растений Аджарии //Тбилиси,„Мецниереба~,т.1, 1990-а.327 стр.
27. Дмитриева А.А. Определитель растений Аджарии //Тбилиси, „Мецниереба~т II, 1990-б. 278 стр.
28. Красная книга СССР. Изд .II, Москва, «Лесная промышленность»,1984; т.II , 478 стр.
29. Манвелидзе З.К. Ботанико – геогра¬фическое райониро¬ва¬ние и разнообразие лесной раститель¬ности Аджарии. //Журнал:” Известия Аграрной науки”. том 3, #4 ,2005, г.Тбилиси. стр.146-163
30. Мемиадзе В.М. Флора и растительность Кинтришского ущелья //Автореферат дисс. на сойск. уч. степ. канд. биол. наук. Изд-во Тбилисского гос. университета. 1971.32 стр.
31. Мемиадзе Н.В; Морозова Н.Н; Манвелидзе З.К; Трансформация видового состава субальпийской растительности связи с паскальными нагрузками. Известия Батумского ботанического сада АН Грузии. т.30-31, „Мецниереба“, Тбилиси. 1998. стр.115-119.
32. Нижарадзе Н.И Советская Аджария (экономико-географическая характеристика) //Батуми, гос. издательство, 1961. 260 стр.
33. Флора СССР. //изд.Акад.Наук СССР. Т 1-33. Ленинград. 1934-1964
34. Хохряков А.П. Ксерофильная флора Аджарисцкальского ущелья и ее анализ. //Бюл. моск. об-ва. испытателей природы. отд. биол. т.96. вып. 3. 1991. стр. 102-117
35. Хохряков А.П; Мазуренко М.Т. Новая оносма (Onosma L., Boraginacae) из Аджарии. //Бюл. Моск. о-ва испытателей природы. Отд. биол. т.98. Вып. 6. 1994. стр. 116-117.
36. Хохряков А.П.; Манвелидзе З; Мазуренко М.Т; Мемиадзе Н.В. Высокогорная флора северной части Арсианского хребта //Известия Батумского Ботанического Сада АН Грузии, том 30-31. Тбилиси, «Мецниереба», 1998. стр.132-163
37. CITES species; http://www..cites.org
38. Czerepanov, S.K. Vascular plants of Russia and Adjacent states (the former USSR) //Cambridge University press. 1995, 516 pp.
39. Davis P.H. Flora of Turkey. vol I-IX. Edinburg. 1965-1982.
40. Davis PH, Mill RR & Tan K (eds) 1988. Flora of Turkey and the East Aegean Islands. Vol. 10. Edinburgh: Edinburgh University Press.
41. Doluchanov G, überarbeitet von Giorgi NachucriŠvili. Hygrophile thermophytische Laubmischwälder // Karte der natÜrlichen Vegetation Europas. 2000., 384-388 pp.
42. Guidelines for Using the IUCN Red List Categories and Criteria, Version 6.2, 2006
43. EKİM, T., Koyuncu M., Vural M., Duman H., Aytaç Z., Adıgüzel N., Türkiye Bitkileri Kırmızı Kitabı, Eğrelti ve Tohumlu Bitkiler (Red Data Book of Turkish Plants, Pteridophyta and Spermatophyta) , Barışcan Ofset, Ankara, (2000), Pp:246.
44. Gagnidze, R. Vascular plants of Georgia a nomenclatural checklist //,,Universal’’ Press. 2005. 248 p.p.
45. Kikodze d; Memiadze N; Kharazishvili D; Manvelidze z. and Heinz Mueler-Shcaerer. The alean flora of Georgia // Tbilisi, 2009. 36 p.
46. Kikvidze Z., Ohsawa M., Adjara: East Medeteranean Refuge of Tertiary Vegetation. //Anaga Cloud Forest. Laboratory of Ecology, Chiba University, 1999. pp. 297-308
47. Management Guidelines for IUCN Category V Protected Areas: Protected Landscapes/Seascapes; http://cmsdata.iucn.org/downloads/pag_009.pdf
48. Manvelidze Z. K., Memiadze N.M., Kharazishvili D.Sh., Varshanidze N. I. Diversity of floral area of Adjara (List of wild grown plants species) //Annals of Agrarian Sscience, 2008, vol.6, No 2, pp. 93-164
49. Manvelidze Z., Eminagaoglu O., Memiadze N. and Kharazishvili D. Conservation end¬emic plant species of Georgian-Turkish transboundary area.// WWF Cauca¬sus office, Tbilisi. 59 p..
50. Parks. it-Parks, Reserves, and Other Protected Areas in Turkey:
//http://www.parks.it/world/TR/Eindex.html ; http://www.unesco.org/mabdb/br/brdir/directory/biores.
51. The map `100 European Forest We Should Protekt Now~, WWF-international, WCMC, 1997
52. Zazanashvili N; Gagnidze R; Nakhutsrishvili G. High mountain Vegetation on the new vegetation map of Georgia //Journ. of vegetation Scince, 1995, 6. pp.157-178.
53. Williams, L, Zazanashvili, N., Sanadiradze, G., Kandaurov, A. (Eds.). An Ecoregional Conservation Plan for the Caucasus. Printed by “Contour Ltd.”, Tbilisi, 2006
54. World Summit on Sustainable Development //Johannesburg, 2002;
http://www.un.org/events/wssd/
55. WWF 1998; http://www.wwf.org/; http://www.worldwildlife.org
56. WWF & IUCN (1994). Centres of Plant Diversity. A Guide and Strategy for Their Conservation. Vol. 1. Cambridge: IUCN Publications Unit, UK.
57. WWF Global 200 Ecoregions //A blueprint for a living planet; http://www.worldwildlife.org

გაგრძელება იხ.  >>>>

Viewed 811 times by 328 viewers

Comments are closed.

baneri

konsultaciebi

vidali

88

aversis_klinika

tradiciuli_malamo

caraps_medline

სამკურნალო მცენარეთა ბაღები