ენდოკრინული სისტემის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
| 1. | ||||
| მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი
ხვეულა ოხრახუშის ნაყოფები დიდი კამას ნაყოფები სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვი ბაღის პიტნის ფოთლები |
50 გრ.
20 გრ. 20 გრ. 15 გრ. 15 გრ. |
2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი
დავაყოვნოთ 30 წუთი, გავწუროთ. მიღებული სითხე მთლიანად დავლიოთ დილით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული სიმსუქნის დროს. |
||
| 2. | ||||
| მოცვის ფოთლები
ჩვეულებრივი ლობიოს ჩენჩო სამკურნალო ხბოშუბლას ბალახი ბაღის პიტნის ფოთლები |
25 გრ.
25 გრ. 25 გრ. 25 გრ. |
2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 30 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ შაქრიანი დიაბეტის დროს. | ||
| 3. | ||||
| სამკურნალო ხბოშუბლას ბალახი
ჩვეულებრივი ლობიოს ჩენჩო მოცვის ფოთლები ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები სამკურნალო სალბის ფოთლები სამკურნალო ბაბუაწვერას ფოთლები |
25 გრ.
25 გრ. 20 გრ. 20 გრ. 5 გრ. 5 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2-1/3 ჭიქა მიღებული მონახარში შაქრიანი დიაბეტის დროს დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ. | ||
| 4. | ||||
| მაღალი ექინოპანაქსის ფესვები
მინდვრის შვიტას ბალახი დარიჩინისფერი ასკილის ნაყოფები სამგანყოფილებიანი ორკბილას ბალახი მაღალი კულმუხოს ფესვები დასვრეტილი კრაზანას ბალახი სააფთიაქო გვირილას ყვავილები ბაღის პიტნის ბალახი მოცვის ფოთლები |
10 გრ.
10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 20 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3 ჭიქა მიღებული გამონაცემი, შაქრიანი დიაბეტის დროს დავლიოთ დღეში სამჯერ. | ||
| 5. | ||||
| დიდი ოროვანდის ფესვები
მწარე აბზინდას ბალახი მაღალი კულმუხოს ფესვები სააფთიაქო გვირილას ყვავილები დასვრეტილი კრაზანას ბალახი საფლობის ბერულას ბალახი მინდვრის შვიტას ბალახი სამგანყოფილებიანი ორკბილას ბალახი სამკურნალო სალბის ბალახი სამკურნალო გულყვითელას ყვავილები |
10 გრ.
10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. 10 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდურარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.
1/2-1/3 ჭიქა მიღებული გამონაცემი ქრონიკური პანკრეატიტის დროს დავლიოთ დღეში სამჯერ. |
||
მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
გადასვლა საწყის გვერდზე >>>