ქსეროსტომია

ქსეროსტომია

ქსეროსტომია (xerostomia) – პირის ღრუს სიმშრალე. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი უკავშირდება ნერწყვის გამოყოფის დათრგუნვას. აღინიშნება ასევე შეგრენის სინდრომის, სხივური დაავადების, დიაბეტის დროს.

ქსეროსტომია – სიმპტომები: სიმშრალე პირის ღრუში, ენის  პარესთეზია. ლორწოვანი გარსი მშრალი და მკვეთრი  წითელი ფერისაა; ნერწყვი გასქელებული, აქაფებულია.  დაავადება შესაძლოა გართულდეს ლორწოვანი გარსის  დაზიანებით. მკურნალობა სიმპტომატურია. განკურნება  ნაკლებსავარაუდოა.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.