თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის)  განსაკუთრებით ხშირად ვითარდება 50-55 და 5-10 წლის ასაკში. 15 წლის ზემოთ, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70%-ს შეადგენენ გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა; შედარებით იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეები სიხშირით მეორე ადგილს იკავებენ ავთვისებიან სიმსივნეთა შორის (ლეიკოზების შემდეგ). 60% შეადგენენ მედულობლასტომა, ასტროციტომა და ეპენდიმომა, იშვიათად გვხვდება სხვა სიმსივნეები.

თავის ტვინის სიმსივნეების კლინიკური სურათი წარმოდგენილია ქალაშიდა წნევის მომატების სიმპტომებით (თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება) და არასპეფიკური ნევროლოგიური დარღვევებით, სიმსივნის ლოკალიზაცის შესაბამისად. მაგალითად, მედულობლასტომის დროს ვლინდება მოძრაობის კოორდინაციის, ასევე  სხვა ნათხემოვანი დარღვევები. ტვინის სიმსივნეები მეტასტაზირდება ადგილობრივად, დაცილებული მეტასტაზები იშვიათია.

ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დადგენა ხდება ნევროლოგიური და კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით, კვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენებით, ასევე ოპერაციის დროს. ცერებრულ-სპინურ  სითხეში აღინიშნება წნევის მომატება, ცილისა და უჯრედული ელემენტების შემცველობის მომატება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ექოენცეფალოგრაფიას, ასევე ტვინის სკანირებას, ცერებრულ ანგიოგრაფიას და სხვ. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს თავის ტვინში განვითარებულ მეტასტაზებთან (სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, თირკმელების სიმსივნეების, მელანომის და სხვ. დროს).

ზურგის ტვინის სიმსივნეები. განასხვავებენ ექსტრადურულ სიმსივნეებს (ხშირად მეტასტაზური ან სარკომის) და ინტრადურულ სიმსივნეებს. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ექსტრამედულური (ნეიროფიბრომა, მენინგიომა და სხვ.) და ინტრამედულური (ეპენდიმომა, ასტროციტომა, სისხლძარღვოვანი სარკომა). თავისა და ზურგის ტვინისიმსივნეების მკურნალობაში გამოიყენება ქირურგიული მეთოდი, ასევე სხივური თერაპია. სხივური თერაპიის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მედულობლასტომა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები