ცხვირის და მისი დანამატი წიაღების ტრამვები

ცხვირის და მისი დანამატი წიაღების ტრამვები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები – გვხვდება ღია და დახურული ტრავმები. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე. ბლაგვი ტრავმები მიმდინარეობენ ცხვირის ძვლების, ზოგჯერ კი დანამატი წიაღების კედლების დახურული მოტეხილობით. ლორწოვანი გარსის გასკდომისას მოხოცვის შემდეგ ვლინდება სახის კანქვეშა ემფიზემა. ცხვირის მძიმე ტრავმები ხშირად მიმდინარეობს გონების დაკარგვითა და შოკით. ხშირია ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის ძგიდის ჰემატომა.

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმებისიმპტომები, მიმდინარეობა. რბილი ქსოვილების შეშუპება, ცხვირის დეფორმაცია, სისხლჩაქცევები, რომელიც ვრცელდება ზედა და ქვედა ქუთუთოებზე. პალპაციით ვლინდება მოტეხილობების კრეპიტაცია. ცხვირის ძვლის მოტეხილობის ადგილის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმებიმკურნალობა. მოტეხილობის ადგილის ანესთეზიის შემდეგ ასწორებენ ძვლებს. რეპოზიის შემდეგ ცხვირში შეაქვთ სტერილური ტამპონი, რომელიც დასვენებულია ვაზელინით. ცხვირიდან სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები