ყურის მექანიკური ტრამვა

ყურის მექანიკური ტრამვა – ყურის ტრავმული დაზიანების განსაკუთრებით ხშირი სახე. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია ტრავმის ინტენსივობაზე. შესაძლებელია დაზიანდეს არა მხოლოდ გარეთა ყური, არამედ შუა და შიგნითა ყურიც (ქალას ფუძის მოტეხილობა).

ყურის მექანიკური ტრამვა – სიმპტომები, მიმდინარეობა. ყურის ნიჟარის გაჭყლეტა ხშირად რთულდება ოტჰემატომით. შედარებით ძლიერი ტრავმების დროს ხდება ყურის ნიჟარის მოწყვეტა და გასრესა. ძლიერი ტრავმის დროს აღინიშნება პირამიდის სიგრძივი და განივი მოტეხილობა. პირამიდის სიგრძივ მოტეხილობას, გარდა ზოგადი სიმპტომებისა, ახლავს დაფის აპკის, გარეთა სასმენი მილის ზედა კედლის კანის გაგლეჯა, სისხლდენა ყურიდან და ლიკვორეა; სახის ნერვი, როგორც წესი, არ ზიანდება, ვესტიბულური აპარატის ფუნქცია შენახულია, სმენა დაქვეითებულია. საფეთქლის ძვლის პირამიდის განივი მოტეხილობა მიმდინარეობს ლაბირინთისა და, როგორც წესი, სახის ნერვის დაზიანებით. ამასთან, სმენისა და ვესტიბულური ფუნქცია თითქმის ყოველთვის გამოთიშულია. დაფის აპკის მთლიანობა არ ირღვევა, გარეთა სასმენი მილიდან სისხლდენა არ აღინიშნება. ძვლოვანი დაზიანებების ხასიათს ადგენენ ქალას რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

ყურის მექანიკური ტრამვა – მკურნალობა. ყურის ნიჟარის მცირედი სისხლჩაქცევებისა და ნაკაწრების დროს – 5%-იანი იოდის ხსნარის წასმა და ასეპტიკური ნახვევი. ოტჰემატომის მკურნალობა: ყურის ნიჟარების გასრესისა და მოწყვეტის დროს – ქირურგიული დამუშავება. შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი და ანატოქსინი, ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ფიზიოთერაპიული მკურნალობა. ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ შესაბამისი ჩვენებით.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.