სფენოიდიტი

სფენოიდიტი

სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. გვხვდება იშვიათად და დაკავშირებულია ცხავის ლაბირინთის, – მისი უკანა კედლის დავადებებთან.

სფენოიდიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება თავის ტკივილი. ხშირად იგი ლოკალიზებულია თხემის მიდამოში, თავისა და კეფის სიღრმეში, თვალბუდეში. ქრონიკული დაზიანების დროს ტკივილი შეიგრძნობა თხემის მიდამოში, ხოლო წიაღების დიდი ზომების დროს ვრცელდება კეფაზე. რინოსკოპიით ვლიდება გამონადენის დაგროვება ყნოსვის ღარში. ცალმხრივი სფენოიდიტის დროს აღინიშნება ცალმხრივი გვერდითი ფარინგიტი. ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან მხედველობის სწრაფ გაუარესებას, რაც დაკავშირებულია პროცესში მხედველობის ნერვების ჩართვასთან. ქრონიკული სფენოიდიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს ასევე სუსტად გამოხატული სიმპტომატიკით. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს.

სფენოიდიტი – მკურნალობა. ცხვირის ღრუს დამუშავება სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებებით. დაავადების გახანგრძლივების დროს რეკომენდებულია ზონდირება და წიაღის გამორეცხვა ანტიბიოტიკების ხსნარებით; ზოგჯერ ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სფენოიდიტი – (ლათ. sinus sphenoidalis – სოლისებრი წიაღი) სოლისებრი წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება.