ფარინგომიკოზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფარინგომიკოზი (pharyngomycosis) – ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანება სოკო ლეპტოტრიქსით. ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, გვერდით მორგვებზე, სასის ნუშურების ლაკუნებში ჩანს თეთრი ფერის მკვრივი წარმონაქმნები. ისინი წარმოიქმნებიან ეპითელის გაძლიერებული პროლიფერაციის შედეგად, გარქოვანებამდე. ფარინგომიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ქრონიკული ტონზილიტი, ჰიპოავიტამინოზები.

ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა, რომელიც ავადმყოფს არ აწუხებს; დაავადება ხშირად ვლინდება შემთხვევით ხახის დათვალიერებისას. იშვიათად ავადმყოფი აღნიშნავს რაღაცა უცხო, არასასიამოვნო შეგრძნებას ყელში. ლაბორატორიული გამოკვლევით ნახულობენ ლეპტოტრიქსის სოკოებს.

ფარინგომიკოზი – მკურნალობა. ლორწოვანი გარსისა და ნუშების დამუშავება ლუგოლითა და გლიცერინით. ყელის გამოვლება და ლაკუნების გამორეცხვა;  თანმხლები ქრონიკული ტონზილიტის დროს ნაჩვენებია ნუშების ქირურგიული ამოკვეთა.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.