პანოფთალმიტი

პანოფთალმიტი (panophthalmitis) – თვალის ყველა გარსისა და ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთება.

პანოფთალმიტი  – ეტიოლოგია, პათოგენეზი. თვალის ეგზოგენური ინფიცირება სტაფილო – , პნევმო – და სტრეპტოკოკებით და სხვა მიკრობებით თვალის ჭრილობებში შეღწევისას და რქოვანას წყლულის გახვრეტის დროს. ძალიან იშვიათად – თვალში ინფექტის შეღწევა სეფსისის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. შესაძლოა წარმოადგენდეს ენდოფტალმიტის გამოსავალს.

პანოფთალმიტი  –  სიმპტომები. ძლიერი ტკივილი თვალში და თავში. მკვეთრი ჰიპერემია, ქუთუთოების შეშუპება და თვალის კაკლის კონიუნქტივის შეშუპება. რქოვანა შეშუპებულია, შემღვრეულია, წინა კამერაში არის ჩირქი, ნეკროზული ქსოვილის ნაწილები; მინისებურ სხეულში – ჩირქოვანი ექსუდატი. დამახასიათებელია მხედველობის სწრაფი და მნიშვნელოვანი დაქვეითება. პროცესის პროგრესირების დროს ხდება სკლერის პერფორაცია, ჩვეულებრივ ლიმბთან. არაიშვიათად აღინიშნება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, სხეულის ტემპერატურის მომატება.

პანოფთალმიტი  –  მკურნალობა. მაქსიმალურად ინტენსიურია, პრინციპები ისეთივეა, როგორიც ენდოფტალმიტის დროს. დაავადების ადრეულ სტადიებზე გამოცნობისას და დროული აქტიური მკურნალობის დროს ხერხდება თვალის და ნარჩენი მხედველობის შენარჩუნება. თუმცა, ხშირად საჭირო ხდება თვალის ევისცერაცია, ვინაიდან ვითარდება მისი კვდომა და შემდგომი ატროფია. პროფილაქტიკა: თვალის ჭრილობების და სხვა დაავადებების დროული და სწორი მკურნალობა.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.