ნეირობლასტომები

ნეირობლასტომები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნეირობლასტომები – ვითარდებიან სიმპათიკურ ნერვებსა და განგლიებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან  შრეში. განსაკუთრებით ხშირად წარმოიქმნებიან თირკმელზედა ჯირკვლისა და მიმდებარე ქსოვილების ზონაში, შემდეგ კისრის, უკანა შუასაყრის, პერიტონეუმგარე სივრცისადა მუცლის ღრუს განგლიებიდან. ამ ფორმის წილად მოდის შემთხვევათა დაახლოებით 10% ბავშვთა ასაკის ყველა ავთვისებიანი სიმსივნეებისა. ერთ წლამდე ასაკში დიაგნოსტირდება სიმსივნეების 60%, სიცოცხლის პირველსა და მეორე წლებს შორის პერიოდში 26%, ხოლო 2 წლის ასაკის ზევით 14%. ნეირობლასტომები მეტად ავთვისებიანი სიმსივნეებია; მეტასტაზირდებიან ჩონჩხში ან ღვიძლში. მეტასტაზები ფილტვებში საკმაოდ იშვიათია. შესაძლებელია მოხდეს სიმსივნისსპონტანური დიფერენცირება კეთლთვისებიან ნევროგანგლიომაში. სიმსივნური ზრდის მარკერები კატექოლამინებია. მკურნალობა კომბინირებულია: ოპერაცია სხივურ და ქიმიოთერაპიასთან ერთად; სიცოცხლის 3 წლიანი გახანგრძლივება დაახლოებით 30%-ია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები