მელანომა

მელანომა
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მელანომა (melanoma) – ვითარდება მელანოციტებიდან. განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება კანში (90%), იშვიათად კონიუნქტივაში, თვალის ქორიოიდულ გარსში, ცხვირის, პირის ღრუს, საშოს, სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

კანის მელანომა ვლინდება ხშირად 30-50 წლის ასაკში. რისკის ფაქტორებია: ულტრაიისფერი რადიაციის მნიშვნელოვანი დოზები, ნევუსების ტრავმები, ოჯახური წინასწარგანწყობა მელანომებისადმი, პიგმენტური ქსეროდერმა, დიუბრეის მელანოზი. შემთხვევათა 50-70%-ში კანის მელანომა ვითარდება პიგმენტური ნევუსიდან. განსაკუთრებით საშიშია ეპიდერმული ნევუსი. ხშირად იგი ვითარდება სათესლე პარკის კანზე, ხელისგულზე, ფეხისგულზე; წარმოადგენს 1 სმ-მდე დიამეტრის  ბრტყელ ლაქას ან პიგმენტირებულ კვანძს, რომელიც არ სცილდება კანის  ზედაპირს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

იშვიათად მელანომა ვითარდება შიგადერმული, ცისფერი ნევუსებიდან. დიდ ნევუსებში ხშირია შემოფარგლული ნევუსის ჩანართები. ნევუსი, რომელიც წინ უძღვის მელანომას, შემთხვევათა 1/3-ში,  ვითარდება მოზრდილ ასაკში, და შემთხვევათა 1/3 არის თანდაყოლილი. მელანომის დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული დაავადების პროგნოზი.
ნევუსის ნებისმიერი ცვლილება – მისი ზრდა, ფერის ცვლილება, დაწყლულება, სისხლდენა – მოითხოვს დაუყონებლივ ქირურგიულ ჩარევას. ანალოგიური ტაქტიკა რეკომენდებულია ნორმალურ კანზე ახალად ზრდადი, პიგმენტური ლაქების გაჩენის დროს. კანის მელანომა ხშირად წარმოიქმნება თავის, კისრის, კიდურების კანზე.

მკურნალობა

ქირურგიული ჩარევის შემდეგ აფასებენ იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ პროგნოზზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის სხვადასხვა შრეების ინვაზიის ხარისხი, რაც კორელაციაშია  მეტასტაზების განვითარებასთან. ინვაზიის I (in situ), II (დვრილისებრი შრის ჩართვა) და ნაწილობრივ III დონეები (რეტიკულურ შრემდე გაღწევით) ახასიათებს დაავადების ადრეულ დიაგნოზს. მეოთხე (რეტიკულურ შრეში გაღწევა) და მეხუთე ხარისხი (კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში) ადასტურებს გვიან დიაგნოზს.

პროგნოზი

ინვაზიის ადრეული სტადიების დროს სიცოცოხლის 5 წლიანი გახანგრძლივება აღინიშნება 60-80%-ში. კანის ინვაზიის ხარისხის გარდა, დაავადების პროგნოზზე გავლენას ახდენს სიმსივნის ლოკალიზაცია, მეტასტაზები რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში და რიგი სხვა ფაქტორები.
მელანომა მეტასტაზირდება კანში, კანქვეშა ქსოვილში, ფილტვებში, ღვიძლში, თავის ტვინშიდა სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ლოკალიზებული მელანომის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. რეგიონალურ ლიმფურ კვაძებს ამოკვეთენ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გადიდებულია. ადიუვანტური ქიმიოთერაპია მდგომარეობას არ აუმჯობესებს. დისემინირებული მელანომის დროს ნაჩვენებია ქიმიოთერაპია, ამასთან სიმსივნური წარმონაქმნის რეგრესია აღინიშნება ავადმყოფთა 20-40%-ში. ქიმიოთერაპიის კურსებს შორის ინტერვალი 4 კვირაა.

მელანომალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔘 მელანომა – ავთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული უჯრედებისაგან, რომლებიც ახდენენ მელანინის პროდუქციას
📍 განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება კანში (90%), იშვიათად კონიუნქტივაში, თვალის ქორიოიდულ გარსში, ცხვირის, პირის ღრუს, საშოს, სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში.
📝 მელანომას რისკ-ფაქტორებია:
☑️ ულტრაიისფერი რადიაციის მნიშვნელოვანი დოზები;
☑️ ნევუსების ტრავმები;
☑️ ოჯახური წინასწარგანწყობა მელანომებისადმი;
☑️ პიგმენტური ქსეროდერმა;
☑️ დიუბრეის მელანოზი
📊 შემთხვევათა 50-70%-ში კანის მელანომა ვითარდება პიგმენტური ნევუსიდან
👉 შეიტყვეთ მეტი მელანომას შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3ofoM0J
#მელანომა #მელანომასმიზეზები #მელანომასრისკფაქტორები #მელანომასნიშნები #მელანომასსიმპტომები #მელანომასმკურნალობა #კანისსიმსივნე #მელანინი #მელანოციტები #მელანიინისპროდუქცია #როგორგამოიყურებამელანომა #მელანომასგანვითარება #პიგმენტურინევუსი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები