ტუჩის კიბო

ტუჩის კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ტუჩის კიბო დაახლოებით 90%-ში ლოკალიზებულია ქვედა ტუჩის ცენტრალურ ნაწილში; შემთხვევათა 90%-ში წარმოადგენს გარქოვანებულ ბრტყელუჯრედოვან კიბოს. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: ტუჩის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ტრავმატიზაცია, სიგარეტის წევა. ტუჩის კიბოსწინარე დაავადებებია: ქეილიტი, ჰიპერკერატოზი, მეჭეჭისებრი პრედკიბო, კერატოაკანთომა, კანის რქა.

ტუჩის კიბო – კლინიკური სურათი. დაავადების დასაწყისში ტუჩის კიბო ვლინდება ქერქით დაფარული ხორკლიანი გამკვრივების სახით. გამკვრივების კიდეებზე წარმოიქმნება ლილვაკისებრი გვირგვინი. სიმსივნის ზრდასთან ერთად მასში

 

ვითარდება დაშლის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს დაწყლულებით, მეორადი ინფექციის თანდართვით. ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირება აღინიშნება შემთხვევათა 10%-ში. პირველადი სიმსივნის ტუჩის ცენტრალურ ნაწილში ლოკალიზაციის დროს პირველი მეტასტაზები ვლინდება ნიკაპქვეშა ლიმფურ კვანძებში, ხოლო პირველადი სიმსივნის გვერდითი მდებარეობისას – ყბისქვეშა ლიმფურ კვანძებში. დაშორებული მეტასტაზები იშვიათია.

ტუჩის კიბოს მკურნალობა. დაავადების პირველ სტადიაში ტარდება(სიმსივნე არა უმეტეს 2 სმ-ისა) სხივური (ქსოვილშიდა შეყვანა რადიოაქტიური ნემსის ან მოკლეფოკუსური რენტგენოთერაპია) ან კრიოგენური მკურნალობა. სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა იშვიათად გამოიყენება. მეორე სტადიაში (სიმსივნე ზომით 2 სმ-ზე მეტია და ნაკლები 4 სმ-ზე, მეტასტაზების გარეშე) ტარდება სხივური თერაპია, შესაძლოა სიმსივნის კრიოდესტრუქცია. დაავადების მესამე სტადიაზე (სიმსივნე 4 სმ-ზე მეტია ზომით ან ნაკლებია, ამასთანავე პალპირდება ლიმფური კვანძები დაზიანებულ მხარეზე) პირველად კერაზე ზემოქმედებენ სხივური მეთოდით, სიმსივნის რეგრესიის შემდეგ კი აწარმოებენ კისრის ქსოვილის ფასციალურ-ფუტლარულ ამოკვეთას ორივე მხრიდან. მეოთხე სტადიაზე (სიმსივნე გავრცელებეულია ძვლებზე, ენაზე, კისერზე, აღინიშნება ორმხრივი მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში, ასევე დაშორებული მეტასტაზები) ნაჩვენებია პალიატიური დასხივება ან ქიმიოთერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები