დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები შეიძლება იყოს გამჭოლი, შემხები, ბრმა. ცხვირის დანამატი წიაღების ტრავმების სიმპტომები მსგავსია ცხვირის დაზიანებებისა, თუმცა სისხლჩაქცევა შედარებით ძლიერია, ამასთან ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები, ოსტეომიელიტები, ფსევდოქოლესტეატომები. ცხვირის ან დანამატი წიაღების ბრმა დაზიანებები, რომელიც მოიცავს თვალბუდეს, ქალას ღრუსა და ფუძეს და წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას.

დიაგნოზიდასაზუსტებად ტარდება რენტგენოგრაფია. მკურნალობა. სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით. ეფექტის არარსებობისას კვანძავენ გარეთა საძილე არტერიას. ტარდება ჭრილობის პირველადი დამუშავება; უცხო სხეული ამოაქვთ ენდო – ან ექსტრანაზალურად; შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი და ანატოქსინი. ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები