ფრონტიტი

ფრონტიტი

ფრონტიტი (frontitis) – შუბის წიაღის ანთება; მიზეზები ისეთივეა, როგორიც ჰაიმორის წიაღის ანთების დროს. მიმდინარეობს შედარებით მძიმედ, ვიდრე ცხვირის სხვა დანამატი წიაღების ანთება. შუბლის წიაღის არასაკმარისი დრენირება, რაც განპირობებულია შუა ნიჟარის ჰიპერტროფიით, ასევე ცხვირის ძგიდის გამრუდებით, იწვევს მწვავე ფრონტიტის გადასვლას ქრონიკულში.

ფრონტიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი შუბლის არეში, განსაკუთრებით დილაობით, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამონადენი ცხვირის შესაბამისი ნახევრიდან. წიაღის დაცლის შემდეგ თავის ტკივილი კლებულობს და განახლდება გამონადენის შეფერხების მიხედვით. მწვავე გრიპოზული ფრონტიტის დროს სხეულის ტემპერატურა მომატებულია, ზოგჯერ წიაღის ზევით კანს ფერი შეცვლილი აქვს; აღინიშნება შესიება და შეშუპება შუბლის არეში და ზედა ქუთუთოს მიდამოში, რაც წარმოადგენს ადგილობრივი სისხლმიმოქცევის დარღვევის შედეგს (კოლატერალური შეშუპება). იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს სუბპერიოსტული აბსცესი, ფლეგმონა, გარეთა ჩირქოვანი ფისტულა. სახის და თვალბუდის ზედა შიგნითა კუთხის მიდამოს პალპაციითა და პერიკუსიით ვლინდება მტკივნეულობა. რინოსკოპიით – გამონადენი შუა ნიჟარის წინა ბოლოს ქვეშ. ნიჟარის ეს ნაწილი შეშუპებული და გასქელებულია. ქრონიკული ფრონტიტის დროს აღინიშნება პოლიპები ან ცხვირის შუა გასავლის ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფიითა. ზოგჯერ ანთებითი პროცესი გადადის ძვლისსაზრდელაზე და ძვალზე, მისი ნეკროზითა და სეკვესტრების, ფისტულების წარმოქმნით. წიაღის უკანა კედლის ნეკროზის დროს შესაძლებელია განვითარდეს ექსტრადურული აბსცესი, თავის ტვინის აბსცესი ან მენინგიტი. დიაგოზის დასადასტურებლად გამოიყენება კვლევის დამატებითი მეთოდები: ზონდირება, რენტგენოგრფია.

ფრონტიტი – მკურნალობა მწვავე ფრონტიტის დროს კონსერვატულია. წიაღიდან შიგთავსის გამოდენას ახორციელებენ შუა გასავლის ლორწოვანი გარსის დამუშავებით; დაავადების პირველ დღეებში რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, აცეტილსალიცილის მჟავა, ინჰალაციები ანტიბიოტიკების აეროზოლებით, ფიზიოთერაპია. მძიმე შემთხვევებში ინიშნება ანტიბიოტიკები კუნთებში. ქრონიკული ფრონტიტის დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიულიდან და მხოლოდ მათი არაეფექტურობის დროს მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფრონტიტი – (ანატ. frontalis – შუბლის წიაღი) შუბლის წიაღის ლორწოვანი გარსის ინფექციური ანთება. გამომწვევებია: სტაფილო  – , და სტრეპტოკოკები, ვირუსები და სხვ. მწვავე ფრონტიტი ხშირად ვითარდება გრიპის, რინიტის, წითელას დროს. მწვავე პროცესის გადასვლას ქრონიკულში ხელს უწყობს შუბლის წიაღის არასაკმარისი დრენირება, რაც აღინიშნება მაგ. ცხვირის ძგიდის გამრუდებისას. მწვავე ფარინგიტის დროს აღინიშნება მკვეთრი ტკივილები შუბლის არეში, აგრეთვე ტკივილი თვალებში, სინათლის შიში, ცრემლდენა ცხვირიდან, სუნთქვის გაძნელება, უხვი გამონადენი ცხვირის შესაბამისი ნახევრიდან. სხეულის ტემპერატურა მომატებულია. შესაძლოა აღინიშნებოდეს სუბფებრილიტეტიც. ქრონიკული ფრონტიტის დროს აღინიშნება მტეხავი, მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება დაზიანებული წიაღის მიდამოში. ექსუდატის გამოდენის გაძნელების შემთხვევაში  და წნევის მომატების გამო ტკივილი ძლიერდება. აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას გამონადენის  თავისუფალი გამოსვლა წიაღიდან. დაავადების პირველ დღეებში ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი, მძიმე შემთხვევებში იყენებენ ანტობიოტიკებს.