ქრონიკული ჰაიმორიტი

ქრონიკული ჰაიმორიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

ქრონიკული ჰაიმორიტი (chronic maxillary sinusitis) – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. წარმოიქმნება  განმეორებითი მწვავე ანთებების და, განსაკუთრებით ხშირად, ზედა ყბის წიაღის გახანგრძლივებული ანთების, ასევე ქრონიკული სურდოს დროს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გარკვეულ როლს ასრულებს ცხვირის ძგიდის გამრუდება, შუა ნიჟარის მჭიდროდ შეხება ცხვირის ლატერალურ კედელთან, ცხვირის გასავლების თანდაყოლილი სივიწროვე. ოდონტოგენურ ჰაიმორიტს დასაწყისისთანავე აქვს დუნე ქრონიკული მიმდინარეობა.
განასხვავებენ ანთების ექსუდაციურ ფორმებს (ჩირქოვანი, კატარული), პროდუქციულ ფორმებს (პოლიპოზური, კედლისმიერ-ჰიპერპლასტიკური, ქოლესტეატომური, კაზეოზური, ნეკროზული, ატროფიული). გვხვდება ასევე ვაზომოტორული და ალერგიული ჰაიმორიტი. ზედა სასუნთქ გზებში ატროფიული პროცესებისა და ოზენის დროს ვითარდება ასევე ატროფიული ჰაიმორიტიც. ნეკროზული ჰაიმორიტი წარმოადგეს მძიმე ინფექციური დაავადების გართულებას.

სიმპტომები, მიმდინარება

 ექსუდაციური ფორმის დროს ავადმყოფის ძირითადი ჩივილია ცხვირიდან უხვი გამონადენი. წიაღიდან სეკრეტის გამოდენის გაძნელებისას ცხვირიდან გამონადენი თითქმის არ არის და ავადმყოფები უჩივიან სიმშრალეს ხახაში, დიდი რაოდენობით ნახველის ამოხველებას დილაობით, არასასიამოვნო სუნს პირიდან.
დაზიანებული წიაღის მიდამოში ტკივილები არ აღინიშნება, მაგრამ შესაძლოა იგი გამოვლინდეს პროცესის გამწვავებისას ან ექსუდატის გამოდენის შეფერხების დროს. ასეთ დროს პალპაციით ვლინდება თვალბუდის წინა-უკანა კუთხისა და წიაღის წინა კედლის მტკივნეულობა დაზიანებულ მხარეზე. ხშირია თავის ტკივილი და ნერვული სისტემის დარღვევები (ადვილად დაღლა, გაფანტულობა).
გამწვავების დროს ვლინდება ლოყების შესიება და ქუთუთოების შეშუპება. გამონადენის არსებობა ცხვირის შუა გასავალში წარმოადგენს მნიშვნელოვან ნიშანს. დამახასიათებელია ასევე ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფია და შეშუპებული პოლიპების წარმოქმნა. დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივად. ღარიბი სიმპტომატიკის გამო პროცესი ხშირად შეუმჩნეველია.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზის, წინა და უკანა რინოსკოპიის, დიაფანოსკოპიის მონაცემების საფუძველზე, ასევე რენტგენოლოგიური გამოკვლევითა და პუნქციით.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ჭინჭრის ციებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ქრონიკული ჰაიმორიტი – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება
👃 ჰაიმორიტის განვითარებაში განსაზღვრულ როლს თამაშობს:
✔️ ცხვირის ძგიდის გამრუდება;
✔️ შუა ნიჟარის მჭიდროდ შეხება ცხვირის ლატერალურ კედელთან;
✔️ ცხვირის გასავლების თანდაყოლილი სივიწროვე

🔗 განარჩევენ ანთების:
➡️ ექსუდაციურ ფორმას – ჩირქოვანი, კატარული;
➡️ პროდუქციულ ფორმას – პოლიპოზური, კედლისმიერ-ჰიპერპლასტიკური, ქოლესტეატომური, კაზეოზური, ნეკროზული, ატროფიული
➡️ ვაზომოტორულ ფორმას;
➡️ ალერგიულ ფორმას;
➡️ ატროფიულ ფორმას – ვითარდება ზედა სასუნთქ გზებში ატროფიული პროცესებისა დროს;
➡️ ნეკროზული ფორმა – მძიმე ინფექციური დაავადების გართულება
👉 შეიტყვეტ მეტი ქრონიკული ჰაიმორიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3tuu8s3
 #ჰაიმორიტი #მწვავეჰაიმორიტი #ქრონიკულიჰაიმორიტი #სინუსიტი #ჰაიმორიტისსიმპტომები #ჰაიმორიტისნიშნები #ჰაიმორიტისგამომწვევიმიზეზები #კოვიდ19 #კოვიდისსიმპტომები #როგორამოვიცნოთჰაიმორიტი #ჰაერისუკმარისობა #სუნთქვისგაძნელება #თვალებისშეშუპება #სახისტკივილი #გამონადენიცხვირიდან #სიცხე #ყელისტკივილი #თავისტკივილი #ხველება #შემცივნება #დიარეა #სუნისდაკარგვა #გემოსდაკარგვა #კუნთებისტკივილი #ჰაიმორიტისმკურნალობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.