ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეადგენს სიმსივნეების 1%-ს. ქალებში იგი 2-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების დაწყების საშუალო ასაკია 43-44 წელი. ჰისტოლოგიურად განსაკუთრებით ხშირია პაპილარული კიბო (60-70%); ფოლიკულური შეადგენს შემთხვევათა 30%-ს; იშვიათად ვლინდება ანაპლასტური და მედულური კიბო. პაპილარული და ფოლიკულური კიბო დროს ძირითადი სიმპტომებია: სოლიტარული კვანძის არსებობა ფარისებრი ჯირკვლის სისქეში.ანაპლასტური კიბო დროს სიმპტომებს ხშირად განსაზღვრავს მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებზე ზეწოლა – დისფაგია, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ტკივილი, ჯირკვლის გადიდება. პაპილარული კიბო დროს ხშირად ვითარდება რეგიონალური მეტასტაზები, ფოლიკულარულის დროს – დაშორებული მეტასტაზები; არადიფერენცირებული კიბო მიმდინარეობს მეტასტაზირების გენერალიზებით. მედულური კიბო წარმოადგენს ძლიერ ავთვისებიან ფორმას, რომელიც იწვევს ადრეულ მეტასტაზირებას. დიაგნოზის დადგენის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ციტოლოგიურ გამოკვლევას, რადიოიზოტოპურ სკანირებას, არტერიოგრაფიას, სიმსივნური მარკერების განსაზღვრას. მკურნალობაში შედის ქირურგიული, სხივური მეთოდები.

სიმსივნური დაავადებები


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფარისებრი ჯირკვლის კიბო – შეადგენს სიმსივნეების 1% – ს. ქალებში იგი 2 – ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების დაწყების საშუალო ასაკია 43 – 44 წელი. ჰისტოლოგიურად განსაკუთრებით ხშირია პაპილარული კიბო (60 – 70%); ფოლიკულური შეადგენს 30% – ს; იშვიათად ვლინდება ანაპლასტური და მედულარული კიბო. პაპილარული და ფოლიკულარული კიბოს დროს ძირითადი სიმპტომებია: სოლიტარული კვანძი ფარისებრი ჯირკვლის სისქეში. ანაპლასტური კიბოს დროს სიმპტომებს ხშირად განსაზღვრავს  მეზობელ ორგანოებზე და ქსოვილებზე ზეწოლა – დისფაგია, ქოშინი, ხმის ჩახლეჩა, ტკივილი, ჯირკვლის გადიდება. პაპილარული კიბოს დროს ხშირად ვითარდება რეგიონალური მეტასტაზები, ფოლიკულარულის დროს  – დაშორებული მეტასტაზები; არადიფერენცირებული კიბო მიმდინარეობს მეტასტაზირების გენერალიზებით. მედულარული კიბო წარმოადგენს ძლიერ ავთვისებიან ფორმას, რომელიც იწვევს ადრეულ მეტასტაზირებას. დიაგნოზის დადგენის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა ციტოლოგიურ გამოკვლევას, რადიოიზოტოპურ სკანირებას, არტერიოგრაფიას, სიმსივნური მარკერების განსაზღვრას (კალციტონინი მედულარული კიბოსათვის). მკურნალობაში შედის ქირურგიული, სხივური მეთოდები, რადიოაქტიური იოდის გამოყენება. ქიმიოპრეპარატებიდან გამოიყენება ადრიაბლასტინი, ფტორურაცილი, ცისპლატინი.