ცხვირ-ხახის სიმსივნეები

ცხვირ-ხახის სიმსივნეების ძირითად ჰისტოლოგიურ ვარიანტს წარმოადგენს ბრტყელუჯრედოვანი კიბო. გვხვდება არადიფერენცირებული კიბო (30%), ლიმფოსარკომა და ლიმფოეპითელიომა.

ცხვირ-ხახის სიმსივნეების სიმპტომები დამოკიდებულია მეზობელი ორგანოების ინვაზიის ხასისხზე. ცხვირ-ხახის კიბო ვრცელდება ხახის კედელზე ქვევით, მოიცავს რბილ სასას, ამასთან გაძნელებულია ყლაპვა, აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, ხველა. ავადმყოფთა 30%-თან სიმსივნე იზრდება ცხვირის ღრუში, იწვევს გამონადენს ცხვირიდან, დუდღუნაობას, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას.

სიმსივნის წარმოქმნისას გვერდით ნაწილებში ირღვევა ევსტაქის მილის გამტარობა, ქვეითდება სმენა. სიმსივნის გავრცელებისას ქალას ღრუში ვითარდება თავის ტკივილები, დიპლოპია, მხედველობის დაკარგვა და სხვა სიმპტომები. საბოლოოდ, დიაგნოზის დაზუსტება ხდება მხოლოდ ქირურგიული ბიოფსიის შემდეგ. მკურნალობის ძირითადი მეთოდია პირველადი კერისა და რეგიონალური მეტასატაზირების ზონების სხივური თერაპია.

სიმსივნური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.