ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების სიმსივნეები

ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების სიმსივნეები

ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების სიმსივნეები – გვხვდება  იშვიათად (ყველა სახის სიმსივნის 0,5%). მათგან ბრტყელუჯრედოვანი კიბო შეადგენს შემთხვევათა 80%-ს; გვხვდება აგრეთვე ესტეზიონეირობლასტომა.

ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების სიმსივნეები – სიმპტომებია: ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, თვალის კაკლის გადანაცვლება, ტკივილი. სიმსივნეები შესაძლოა ლოკალიზებული იყოს ცხვირის ღრუში ან ზედა ყბის წიაღებში.

ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების სიმსივნეები – მკურნალობა. კომბინირებულია –  ქირურგიული ჩარევა სხივურ და ქიმიოთერაპიასთან ერთად.

სიმსივნური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.