პანკრეასის ლანგენჰანსის კუნძულების სიმსინეები

პანკრეასის ლანგენჰანსის კუნძულების სიმსინეები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები, ლანგერჰანსის კუნძულებიდან – ხშირად წარმოდგენლია ადენომის სახით (შემთხვევათა 90%). სიმსივნის დახასიაათება, როგორც ავთვისებიანის, ეფუძნება არა მორფოლოგიური გამოკვლევების მონაცემებს, არამედ მეტასტაზების წარმოქმნის ფაქტებს;  მეტასტაზები ხშირად ლოკალიზდება ღვიძლში, ზოგჯერ ფილტვებში, ძვლებში, თავის ტვინში. კუნძულებიდან განვითარებული სიმსივნეების 20% ხასიათდება ენდოკრინული სეკრეციით, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს დაავადების კლინიკურ სურათს.

სიმსივნის ზომები ხშირად 2 სმ-ზე ნაკლებია, ამასთან ენდოკრინული სეკრეციის დონე სიმსივნის ზომაზე დამოკიდებული არ არის. ამგვარად, შესაძლებელია სეკრეტირებადი ადენომების ადრეული დიაგნოსტირება. კუნძულების სიმსივნეებს გააჩნიათ სხვადასხვა კლინიკური თავისებურება, სიმსივნის უჯრედულ წყაროზე დამოკიდებულებით. მაგალითად, сс-უჯრედების სიმსივნე გამოყოფს გლუკაგონს და იწვევს ჰიპერგლიკემიასა და დერმატიტს. (- უჯრედების სიმსივნე (ინსულომა) გამოყოფს ინსულინს და იწვევს მძიმე ჰიპოგლიკემიურ კრიზებს. სხვა შემთხვევებში გამოიყოფა გასტრინი და ვითარდება ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (კუჭის ჰიპერსეკრეცია, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის წყლულები). სიმსივნეები, რომლებიც გამოიყოფენ სეროტონინს (კარცინოიდი), იწვევენ კარცინოიდულ სინდრომს. სიმსივნის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყოფას იწვევს კუშინგის სინდრომი.

პანკრეასის კუნძულების სიმსივნეების კლინიკური მიმდინარეობა ნელია. მკურნალობა ქირურგიულია (კუჭქვეშა ჯირკვლის რეზექცია); თუმცა მეტასტაზების არსებობისას ოპერაცია ნაკლებეფექტურია. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები იძლევიან კარგ სიმპტომატურ ეფექტს შემთხვევათა 30%-ში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები