სარძევე ჯირკვლის კიბო

სარძევე ჯირკვლის კიბო

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

 მასტექტომიის შემდგომი ეგზოპროთეზები ,,ამაზონზე” 
♦ მასტექტომიის შემდგომი კომპრესიული სახელოები
♦ ბიუსჰალტერები მასტექტომიის შემდგომ
ტანსაცმელი მასტექტომიის შემდგომ
საცურაო კოსტიუმები მასტექტომიის შემდგომი პერიოდისათვის

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

სარძევე ჯირკვლის კიბო (breast cancer)

სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის ფაქტორებია: მენოპაუზა 50 წლის ზევით, მშობიარობის არარსებობა ან პირველი მშობიარობა გვიანდელ ასაკში (დაავადება 3-ჯერ ხშირია); ოჯახური ანამნეზი, სადაც ფიქსირდება სარძევე ჯირკვლის კიბო დედასთან და დასთან (2-ჯერ ხშირია) ან ორივესთან ერთად (6-ჯერ ხშირია); ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია.

ადრეული დიაგნოსტიკა

სარძევე ჯირკვლის კიბო  ადრეული დიაგნოზი ავადმყოფთა დიდ ნაწილში უზრუნველყოფს წარმატებულ მკურნალობას. I-II სტადიების ლოკალიზებული ფორმების დროს, ჩატარებული  მკურნალობის შედეგად სიცოცხლის 5 წლიანი გახანგრძლივება შეადგენს 90%-ს, ადგილობრივად გავრცელებული კიბო დროს კი – 60%-ს მკურნალობის შედეგები შედარებით დაბალია ცალკეული მეტასტაზების არსებობისას.
სარძევე ჯირკვლის დიანოსტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემატურ დამოუკიდებელ გამოკვლევებს (წელიწადში 4-ჯერ) და ექიმთან გასინჯვას 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებში (წელიწადში ერთხელ). რეკომენდებულია მამოგრაფიის ჩატარება 2 წელიწადში ერთხელ 40 წლის ასაკის ზევით და წელიწადში ერთხელ – 50 წლის ასაკის ზევით.
სარძევე ჯირკვალში მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენისას აუცილებელია დიაგნოზის დაუყონებლივი დაზუსტება (პუნქციური ბიოფსია ციტოლოგიური ანალიზით; ბიოფსია ჰისტოლოგიური ანალიზით).
ხშირად სარძევე ჯირკვალში ვლინდება კეთილთვისებიანი წარონაქმნები (დიფუზური და კვანძოვანი მასტოპათია, სადინრის შიგა პაპილომა, ფიბროადენომა).

ეტიოლოგია, პათოგენეზი

სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად ვითარდება კეთილთვისებიანი წარმონქმნებიდან  (მაგალითად, ფიბროადენომიდან 1-1,5%-ში), ამავე დროს პრაქტიკაში ხშირია მცდარი ტაქტიკა დიფერენციაციის დროს.
დიფუზური მასტოპათიის დროს ვლინდება სარძევე ჯირკვლების დიფუზური გამკვრივება და მტკივნეულობა, ზოგჯერ აღინიშნება დვრილიდან ღია ფერის გამონადენი. კვანძოვანი მასტოპათიის დროს ისინჯება ერთეული ან მრავლობითი სხვადასხვა ზომის გამკვრივებები, არამკაფიო საზღვრებით, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან კანთან.
ფიბროადენომები შესაძლოა გამოვლინდეს მკვრივი, მრგვალი, ხორკლიანი, ერთეული ან მრავლობითი სხვადასხვა ზომის სიმსივნური კვანძებით. ფურცლისებრი ფიბროადენომები ხასიათდებიან სწრაფი ზრდით და აღწევენ დიდ ზომებს მოკლე პერიოდში. სადინრისშიგა პაპილომებისათვის დამახასიათებელია  დვრილიდან სისხლიანი გამონადენი.
დიაგნოზი ზუსტდება ციტოლოგიური ანალიზითა და სადინრისშიგა კონტრასტული მამოგრაფიით. რაც შეეხებაბა სარძევე ჯირკვლის ცისტებს, მათ აქვთ მრგვალი ფორმა, მკაფიო საზღვრები და შეიცავენ სეროზულ სითხეს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სარძევე ჯირკვლის კიბო ვლინდება შეზღუდულად მოძრავი, მკვრივი სიმსივნით, კანის უმნიშვნელო ჩაზნექით მის ზემოთ. დაავადების გვიან სტადიებზე ეს სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული;
აღინიშნება დვრილის ჩაწევა, კანის ინფილტრაცია და დაწყლულება, ჯირკვლის შეშუპება სიმსივნის ადგილმდებარეობის ზონაში.
გარდა ამგვარი ტიპიური განვითარებისა, გვხვდება სხვა კლინიკური ვარიანტებიც. შეშუპებით-ინფილტრაციული ფორმა ხასიათდება სარძევე ჯირკვლის გადიდებით, მკვეთრად გამოხატული შეშუპებისა და ინფილტრაციის გამო, კანი გამკვრივებული და ჰიპერემულია, სიმსივნური კვანძი შესაძლოა ვერ მოისინჯოს პალპაციისას და მამოგრაფიის დროს (პირველადად ინფიტრაციულ-შეშუპებითი ფორმა) ან იყოს შედარებით მცირე ზომის (მეორედად ინფილტრაციულ-შეშუპებითი ფორმა).
ამ ფორმის კიბო ვარიანტის სახით,  ზოგჯერ ვითარდება მასტიტისებრი, ან წითელი ქარისმაგვარი კიბო, რაც ვლინდება კანის ჰიპერემიით, ტემპერატურის მომატებითა და დაავადების სწრაფი მიმდინარეობით.
პეჯეტის ტიპის კიბო, რომელიც ვითარდება მსხვილი სადინრების ეპითელიდან, დვრილის მახლობლად, გამოირჩევა ნელი განვითარებით.
თავდაპირველად ვლინდება დვრილის გასქელება, ჩაზნექა და დაწყლულება, შემდეგ კი  ჯირკვლის სისქეში ფორმირდება მკვრივი სიმსივნური კვანძი. TNM სისტემის მიხედვით სარძევე ჯირკვლის კიბო კლასიფიკაციას  საფუძვლად უდევს სიმსივნის ზომები სარძევე ჯირკვალში და მეტასტაზების ლოკალიზაცია.

მეტასტაზი

სარძევე ჯირკვლის კიბო მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ასევე დაცილებულ ორგანოებსა და ქსოვილებში. გარე კვადრანტებში კიბო ლოკალიზაციის დროს, პროცესში ერთვება ლავიწზედა და იღლიისქვეშა ლიმფური კვანძები მოპირდაპირე მხარეზე.
ლიმფური კვანძების გადიდება ყოველთვის არ ნიშნავს მათ მეტასტაზურ დაზიანებას. მათი გადიდება შესაძლოა უკავშირდებოდეს ჰიპერპლაზიას.
ლიმფური კვანძის სიმსივნური დაზიანებასა და პროცესში ჩართული ლიმფური კვანძების რიცხვს ადგენენ ოპერაციის შემდეგ, მორფოლოგიური გამოკვლევით. სარძევე ჯირკვლის კიბო დაცილებული მეტასტაზები ვითარდებიან ძვლებში, ღვიძლში, გულმკერდის კედლის კანზე, თავის ტვინში და ა. შ.
დაავადების გავრცელების ხარისხის დასაზუსტებლად იყენებენ ჩონჩხის სცინტიგრაფიას, ღვიძლის ულტგრაბგერით გამოკვლევას, ფილტვების რენტგენოგრაფიას და სხვ.
სარძევე ჯირკვლის კიბო დასახასიათებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ესტროგენებისა და პროგესტერონის რეცეპტორების შემცველობის განსაზღვრას სიმსივნეში, რაც ტარდება სიმსივნის ამოკვეთისას ან ბიოფსიით.

მკურნალობა

სარძევე ჯირკვლის I-II სტადიის კიბო მკურნალობის ოპტიმალური მეთოდია ქირურგიული-რადიკალური მასტექტომია ან სექტორული რეზექცია და რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთა. სარძევე ჯირკვლის ადრეული კიბო გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დამატებით მკურნალობას არ ატარებენ.
იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების დაზიანების დროს ტარდება ადიუვანტური ქიმიოთერაპია.
დაავადების მესამე სტადიის დროს ინიშნება ოპერაციისწინა სხივური და /ან ქიმიოთერაპია, ოპერაციის შემდეგ – ადიუვანტური სამკურნალო თერაპია. ადიუვანტური ქიმიოთერაპია ინიშნება ოპერაციიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ადგილობრივად-გავრცელებული კიბო დროს ინიშნება ოპერაციისწინა თერაპია. ოპერაციას ატარებენ სხივური თერაპიის დამთავრებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
სხივურ თერაპიას იყენებენ მეტასტაზების არსებობისას ძვლებში, თავის ტვინში, კანში, ასევე პირველადი სიმსივნის დისემინირებული ფორმის დროს.


სარძევე ჯირკვლის კიბო – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 სარძევე ჯირკვლის კიბო
🔎 სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის ფაქტორებია:
➡️ მენოპაუზა 50 წლის ზევით;
➡️ მშობიარობის არარსებობა ან პირველი მშობიარობა გვიანდელ ასაკში;
➡️ ოჯახური ანამნეზი, სადაც ფიქსირდება სარძევე ჯირკვლის კიბო დედასთან და დასთან ან ორივესთან ერთად;
➡️ ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია.
📍 სარძევე ჯირკვლის კიბო მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ასევე დაცილებულ ორგანოებსა და ქსოვილებში.
❗️ ლიმფური კვანძების გადიდება ყოველთვის არ ნიშნავს მათ მეტასტაზურ დაზიანებას. მათი გადიდება შესაძლოა უკავშირდებოდეს ჰიპერპლაზიას.
💉 სარძევე ჯირკვლის I-II სტადიის კიბო მკურნალობის ოპტიმალური მეთოდია ქირურგიული-რადიკალური მასტექტომია ან სექტორული რეზექცია და რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთა.
🔬 იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების დაზიანების დროს ტარდება ადიუვანტური ქიმიოთერაპია.
💊 დაავადების მესამე სტადიის დროს ინიშნება ოპერაციისწინა სხივური და/ან ქიმიოთერაპია, ოპერაციის შემდეგ – ადიუვანტური სამკურნალო თერაპია.
👉 შეიტყვეთ მეტი სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3GmaeoO
#კიბო #სარძევეჯირკვლისკიბო #ძუძუსკიბო #მასტექტომია #ძუძუსკიბოსნიშნები #ძუძუსკიბოსსიმპტომები #ძუძუსკიბოსმკუნრლაობა #იღლიისტკივილი #დრენაი #კანისცვლილება #დვრილებისჩაბრუნება #მკერდისგამკვრივება #გამონაყარი #სიწითლე #მეტასტაზები #ლიმფურიკვანძებისჰიპერპლაზია #მენოპაუზა #მასტოპათია #ფიბროზულცისტოზურიმასტოპათია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით