აეროსინუსიტი

აეროსინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღის ანთება, რომელიც წამოიქმნება   ბარომეტრული წნევის მკვეთრი მერყეობის დროს. აღინიშნება მფრინავებში, ბაროკამერის ექსპერიმენტატორებში, კესონში მუშაობის დროს. წარმოიქნება ცხვირის დანამატი წიაღის გამომტანი ხვრელების გაუვალობის დროს. (ალერგიული რინიტით დაავადებულებში, ცხვირის ძგიდის გამრუდებისას, ჰიპეტროფიული რინიტით დაავადებულებში და სხვ.); ხშირად პროცესში ჩართულია შუბლის წიაღები, იშვიათად – ზედა ყბის წიაღი.

აეროსინუსიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება სიმძიმის, ზეწოლის გრძნობა და მკვეთრი ტკივილი დაზიანებული წიაღის მიდამოში, თავის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის დარღვევა. რენტგენოგრამაზე ვლინდება წიაღის დაჩრდილვა და ზოგჯერ სითხის დონე. მკურნალობა მიმართულია ცხვირით სუნთქვისა და დანამატი წიაღების გამოტანი სადინრების გამავლობის აღდგენისაკენ.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

2.  ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აეროსინუსიტი – პარანაზალური წიაღის ანთება, რომელიც წამოიქმნება გარემოს წნევის მკვეთრი მერყეობის დროს. აღინიშნება მფრინავებში, ბაროკამერის ექსპერიმენტატორებში, კესონში მომუშავეებში; ხშირად პროცესში ჩართულია შუბლის წიაღები, იშვიათად – ზედა ყბის წიაღი. სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმძიმის, ზეწოლის გრძნობა და მკვეთრი ტკივილი დაზიანებული წიაღის მიდამოში, თავის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის დარღვევა. რენტგენოგრამაზე აღინიშნება წიაღის დაჩრდილვა და ზოგჯერ სითხის დონე. მკურნალობა მიმართულია ცხვირით სუნთქვის და პარანაზალური წიაღების გამომტანი სადინრების გამავლობის აღდგენისაკენ.

.