ნაწოლი

ნაწოლინაწოლი ქსოვილების გაჭყლეტითა და ტროფიკის დარღვევით გამოწვეული კანის ნეკროზი. ახალგაზრდა ასაკში ნაწოლები წარმოიქმნება ზურგის ტვინის დაავადებებისა და დაზიანებების დროს, ხანში შესულ და დასუსტებულ ავადმყოფებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმოძრაოდ წოლისას. ხშირად ლოკალიზებულია ბეჭებზე, გავაზე, ქუსლებზე.

ნაწოლი – სიმპტომები, მიმდინარეობა

თავდაპირველად ვლინდება კანის ჰიპერემია მოლურჯო ელფერით, შემდეგ კი – მაცერაცია და სხვადასხვა ზომის წყლულოვანი ზედაპირი ნეკროზული ფსკერითა და ჩირქოვანი გამონადენით, ხშირად არასასიამოვნო სუნით. დიაგნოზი რთული არ არის.

ნაწოლი – მკურნალობა

ჭრილობის გასუფთავება ნეკროზისაგან, ბრძოლა ჩირქოვან ინფექციასთან.

ნაწოლი – პროფილატიკა: ჰიგიენური ღონისძიებები.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.