გაცივების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
1. |
||
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 50 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავწუროთ.1 ჭიქა ცხელი მონახარში, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით. |
ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები | 50 გრ. | |
2. |
||
ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები | 40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1 ჭიქა ცხელი გამონაცემი, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით. |
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 40 გრ. | |
ჩვეულებრივი თავშავას ბალახი | 20 გრ. | |
3. |
||
ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები | 15 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი, დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ (გაცივების დროს). |
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 15 გრ. | |
სამგანყოფილებიანი ორკბილას ბალახი | 15 გრ. | |
ჩვეულებრივი თავშავას ბალახი | 15 გრ. | |
გაზაფხულის ფურისულას ბალახი და ფესვები | 10 გრ. | |
შავი ანწლის ყვავილები | 10 გრ. | |
დიდი ოროვანდის ფესვები | 20 გრ. | |
4. |
||
შავი ანწლის ყვავილები | 50 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა ცხელი გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს). |
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 50 გრ. | |
5. |
||
შავი ანწლის ყვავილები | 30 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა ცხელი გამონაცემი, დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს). |
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 30 გრ. | |
მეჭეჭიანი არყის ხის ყვავილები | 30 გრ. | |
6. |
||
სააფთიაქო ბირკავას ბალახი | 30 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა გამონაცემი რამდენჯერმე გამოვივლოთ ყელში. |
სააფთიაქო გვირილას ყვავილები | 30 გრ. | |
სამკურნალო სალბის ყვავილები | 30 გრ. | |
7. |
||
ქერიფქლას ყვავილები | 25 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი რამდენჯერმე გამოვივლოთ ყელში (გაცივებით გამოწვეული ყელის ტკივილისას). |
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 25 გრ. | |
სამკურნალო ტუხტის ფესვი | 25 გრ. | |
ტყის ბალბის ყვავილები | 25 გრ. | |
8. |
||
შიშველი ძირტკბილას ფესვი | 40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს). |
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 60 გრ. |
1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
2. გადასვლა საწყის გვერდზე >>>
__________________________________________
..